ექსკლუზივი: ვინ, საიდან და როგორ შემოიყვანა სააკაშვილი საქართველოში

სულ ნახვები : 165,464
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

CNews-თვის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის ექსკლუზიური დეტალები ხდება ცნობილი.

კერძოდ, კონფიდენციალური წყარო გვეუბნება, რომ სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი ტრაილერით გადმოკვეთა. ამასთან, წყარო ტრაილერის მძღოლის ვინაობასაც ამხელს.

„სააკაშვილი საქართველოში ელგუჯა ცომაიამ ჩამოიყვანა, რომელიც არის ტრაილერის მძღოლი. ელგუჯა ცომაია წარმოშობით აბაშიდანაა“, - განუცხადა ცომაიას ახლობელმა CNews-ს. 

როგორც ირკვევა, სახლი სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დააკავეს ასევე ელგუჯა ცომაიას ეკუთვნი და მისი საქართველოში ჩამოსვლის შესახებ უახლოესმა თანამებრძოლებმაც არ იცოდნენ. 

„სახლიც, სადაც მიშა დააკავეს, ელგუჯას ეკუთვნის. მის გარდა თითქმის არავინ იცოდა სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა“, - გვიყვება წყარო. 

წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციითვე, ელგუჯა კარგა ხანია, ტრაილერის მძღოლია და საქართველოდან უკრაინაში მწვანილს ეზიდება. 

„მიშა საქართველოში სწორედ ელგუჯას ტრაილერით შემოვიდა და მთელი გზა მანქანის სავენტილაციო კაბინაში იჯდა. 

როგორც ირკვევა, ელგუჯა ცომაიას ტრაილერმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ფოთში გადმოკვეთა. 

„ტრაილერი ფოთში შემოვიდა, სადაც ელგუჯამ მანქანა გამოიცვალა და კუთვნილი მსუბუქი ავტომობილით სააკაშვილი ბათუმში წაიყვანა. ვიდეოები, რომლებიც მიშამ გამოაქვეყნა, სწორედ წინა საღამოს, ბათუმშია გადაღებული, თუმცა ჩემი ინფორმაციით, სოციალურ ქსელში ეს ვიდეოები თბილისიდან ატვირთა,“ - ჰყვება წყარო. 

წყარო უარყოფს სააკაშვილის საქართველოში ოთხი დღის განმავლობაში ყოფნას.

ამასთან, წყარო ამბობს, რომ ელგუჯა ცომაიას უკრაინელ სამართალდამცავებთან პრობლემები ადრეც ჰქონდა. 

შეგახსენებთ: დღეს, შსს-მ იმ ბინის პატრონი დააკავა, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, თუმცა ძალოვნებს დაკავებულის ვინაობა არ გაუხმაურებიათ.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა