ბოკერიამ თაკო ჩარკვიანს კინაღამ პიჯაკი შემოახია

სულ ნახვები : 617
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

ბოკერიამ კი გინებით დატოვა ტელევიზია...

რამდენიმე დღის წინ ტვ პირველის შენობა ფაქტობრივად ომს გადაურჩა. თაკო ჩარკვიანმა გიგა ბოკერიას და კაკო ბობოხიძეს შავი დღე აყარა. გადაცემის დაწყებამდე ბობოხიძე საერთო მესიჯბოქსის გაჟღერებას ითხოვდა ნაციონალების ოფისის დარბევაზე. ჩარკვიანმა ეს გააპროტესტა. არგუმენტად 7 ნოემბრისა და 26 მაისის დარბევები გაიხსენა. თქვა, ხალხს ეს კარგად ახსოვსო…
ამაზე ბობოხიძე აღშფოთდა და ჩარკვიანს უთხრა, რა გააწყალეთ ამ წამოძახებებით გული, ბიძინა თქვენი მოთრეულიაო.
ორივე ისე კიოდა, მათმა ხმამ სტუდიაში შესული გიგა ბოკერიას ყურამდე მიაღწია.
ბოკერია იქიდან გაცეცხლებული გამოვარდა და ჩარკვიანს უკივლა, მიშა არ გაღიზიანებს და ჩვენ რას გვერჩიო. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ბოკერიამ ისე მოქაჩა ხელზე ჩარკვიანს, რომ კინაღამ პიჯაკი შემოახია. ამან ჩარკვიანი გადარია. მან ბოკერიას  ყვირილი დაუწყო: მაგ ტონალობით შენ შიზოიდ ცოლს ელაპარაკე, ყველაფერს გავაკეთებ რომ ხელისუფლებაში ვერ მოხვიდეთო.
დამატებითი გართულებების თავიდან ასაცილებლად ტვ პირველის თანამშრომლებმა ჩარკვიანი სტუდიაში გააქანეს. ბოკერიამ კი გინებით დატოვა ტელევიზია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა