ოკუპირებული ახალგორი ოთხი დღეა დენის გარეშეა





...
რუსეთის მიერ დრიებით ოკუპირებული ახალგორის რაიონი, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, მალე ელექტრომომარაგებას შეუერთდება.
ელექტროგადამცემი ხაზის ავარია, რომელმაც რაიონი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა, ორბოზალას მთის ფერდობზე მოხდა, განაცხადა რაიონის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსმა ანჟელა კოკოევამ.
„დაზიანებულ ტერიტორიაზე მისასვლელი რთული მთიანი რელიეფისა და დიდთოვლობის გამო იყო უკიდურესად რთული. სპეციალისტების გადაყვანისთვის თოვლმავლები გამოიყენეს“, - თქვა კოკოევამ.
მისივე თქმით, ღამის განმავლობაში, მნიშვნელოვანი სირთულეების დაძლევით, სპეციალისტებმა ავარიის ადგილზე გზა გაეკვალათ.
„ახლა ენერგორესურს სპეციალისტები სარემონტო სამუშაოებს აწარმოებენ. ენერგორესურსის ინფორმაციით, საღამომდე იგეგმება რაიონის ელექტრომომარაგების სრულად აღდგენა“, - დააზუსტა კოკოევამ.