ხშირად გამოჩნდეს, უფრო კარგად ამოიღოს FBI-მ ფოკუსში - დეკანოიძე რუხაძეზე





...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ხატია დეკანოიძე, პროპაგანდისტული "იმედის" მფლობელზე, ირაკლი რუხაძეზე, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და თაღლითს უწოდებს:
„რუხაძე თაღლითია. 2023 წლის 21 მარტს, ინგლისისა და უელსის სასამართლოს სააპელაციო პალატამ ძალაში დატოვა 2022 წლის 25 ივლისის განაჩენი, რომლითაც მას და მის ბიზნესპარტნიორებს ბენჯამენ მარსონს და იგორ ალექსეევს დააკისრა 170 მლნ გადახდა კომპანიების Revoker-ისა და Recovery Partners-ის მიმართ. 2021 წელს მიღებული განაჩენით, რუხაძის აქტივების ნაწილი დაყადაღებულიც იყო.
მისი დაარსებული Hunnewell Partners-ის საშუალებით ივანიშვილის ხელშეწყობით, რუხაძემ შეისყიდა“ლიბერთი ბანკის”, “რუსთავის მეტალურგიული ქარხნის”, “მაგთიკომისა” და “ჰაიდელბერგცემენტის” აქციები.
ივანიშვილის დასანქცირების შემდეგ აშშ-ს კანონმდებლობა კრძალავს სანქცირებულ პირთან რაიმე საქმიან გარიგებას. “ჰაიდელბერგცემენტში”რუხაძე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია.
მთელი მისი ეს პროპაგანდისტული ნიაღვარი იდეოლოგიაზე კი არა, ფულის მოხვეჭაზე დგას. ამიტომაა უფრო დიდი ნაძირალა.
ხშირად გამოჩნდეს- უფრო კარგად ამოიღოს FBI - მ ფოკუსში", - წერს დეკანოიძე.