„დაგვინახეს, მოგვისმინეს, შეშფოთდნენ!“ - არტისტების პასუხი „ოცნებას“





...
„დაგვინახეს, მოგვისმინეს, შეშფოთდნენ!". ასე პასუხობს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასი „ოცნების“ ლიდერების განცხადებებს, რომლებიც ახალი თეატრის 23 იანვრის საპროტესტო მ ანიფესტს „უნიჭო სანახაობად“ და „კანვასის რევულუციის“ მცდელობად აფასებენ.
"ჩვენი პირველი გზავნილი მიღწეულია - დაგვინახეს, მოგვისმინეს, შეშფოთდნენ! მეგობრისთვის თავგანწირვა არ ისწავლება! ქვეყნის სიყვარულს ტრენინგი არ სჭირდება! ისედაც გადავცურავთ ზღვას!" - წერს "ახალი თეატრი".
ცნობისთვის, შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ არტისტების პროტესტი „კანვასის რევოლუციის" მცდელობად შეაფასა, ხოლო ხელოვანები „ფსევდო ელიტად" მოიხსენია. მისი თქმით, რევოლუციის ეს მცდელობაც წარუმატებელი იქნება და ყველამ თავის პროფესიას უნდა მიხედოს. „უნიჭო სანახაობად“ კი ატრისტების პროტესტი კახა კალაძემ მოიხსენია,