მთავრობამ ეკონომიკური პროგრამა დაამტკიცა, რომელიც არ არის ქართულ ენაზე, რაც კონსტიტუციის დარღვევაა - რომან გოცირიძე

სულ ნახვები : 331
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მთავრობამ ეკონომიკური პროგრამა დაამტკიცა, რომელიც არ არის ქართულ ენაზე, რაც კონსტიტუციის დარღვევაა, - ამის შესახებ ყოფილი პარლამენტარი რომან გოცირიძე აცხადებს.

როგორც ის აღნიშნავს,  ეს არის საჩვენებელი პროგრამა ევროკავშირისა და სავალუტო ფონდისათვის „თვალში ნაცრის შესაყრელად“. 

„ის, რომ ეს პროგრამა ასევე ევროკავშირისთვისაცაა საჭირო, ვერ გამიდგება თავის გასამართლებელ არგუმენტად. საქართველოს კონსტიტუციის 2-ე მუხლის 3-ე პუნქტის მიხედვით, საქართველოს “სახელმწიფო ენა არის „ართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში-აგრეთვე აფხაზური.”

სახელმწიფო დაწესებულებებში საქმის წარმოების ენა ორგანული კანონის მიხედვით არის ქართული.

მთავრობამ დაამტკიცა ეკონომიკური რეფორმების პროგრამა 2025-2027 წლებისთის. კურიოზი ისაა, რომ იგი ქათულ ენაზე არ არსებობს:))

ეს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული.

ეს საჩვენებელი პროგრამაა, ევროკავშირისა და სავალუტო ფონდისათვის თვალში ნაცრის შესაყრელად. წინა პროგრამების 90 პროცენტზე მეტი არ შესრულებულა. ქართველი ხალხი რომ არ აინტერესებთ, ეს იმაშიც ჩანს, რაც ზემოთ დავწერე”, - წერს რომან გოცირიძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა