ისტორიაში პირველად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არ ცნო ქართული დელეგაციის უფლებამოსილება - თინა ბოკუჩავა

სულ ნახვები : 462
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ისტორიაში პირველად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არ ცნო ქართული დელეგაციის უფლებამოსილება. ივანიშვილის რუსული რეჟიმი არის საერთაშორისო იზოლაციაში და ამ რეჟიმს არ ექნება აღიარება.“ - განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, რითაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას  ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის  შეჩერის შესახებ ეხმიანება. 

„დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მოხდა უპრეცედენტო რამ, რომ პირველად ისტორიაში ქართული დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, არ ცნო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ქართული დელეგაციის უფლებამოსილება და გადასცა აღნიშნული საკითხი მონიტორინგის კომიტეტს. ასეთი არასდროს მომხდარა საქართველოს დელეგაციასთან მიმართებაში და ასეთი პრეცედენტი არსებობს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის და აზერბაიჯანის შემთხვევაში. ეს ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი არის საერთაშორისო იზოლაციაში და ამ რეჟიმს ევროპული აღიარება არ ექნება. ნებისმიერ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა დადგეს. დღეს ამოქმედდა ყველაზე ძლიერი სასანქციო ბერკეტი რაც კი გააჩნია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და ეს არის უფლებამოსილების საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება“,  - განაცხადა თინა ბოკუჩავამ,

შეგახსენებთ, თინა ბოკუჩავა  პარტიის საგარეო მდივანთან ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად ასამბლეას ესწრება.  სტრასბურგში იმყოფებიან  ასევე ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა