ნინი ბადურაშვილმა „იმედი“ დატოვა





...
მომღერალმა და ტელეწამყვანმა ნინი ბადურაშვილმა, სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა.
CNews-ის წყაროს ინფორმაციით, გადაცემა „პრაიმ შოუ“, რომლის ერთ-ერთი თანაწამყვანი ნინო ბადურაშვილი იყო, ეთერში ჩანაწერების სახით გადის და ტელევიზიის პროდაქშენი ცდილობს მაყურებელს შეუქმნას ილუზია, რომ გადაცემაში არანაირი ცვლილება არ მომხდარა. ამავდროულად „იმედის“ გასართობი კონტენტის ხელმძღვანელმა, ნოე სულაბერიძემ დაარწმუნა ბადურაშვილი, რომ არ გაასაჯაროოს ინფორმაცია არხის დატოვების თაობაზე.
სულაბერიძე ბადურაშვილის წასვლის შესახებ მაყურებლისთვის ინფორმაციის გამჟღავნებას თებერვლის თვეში გეგმავს. ჩვენთვის ასევე ცნობილია თუ ვინ ჩაანაცვლებს „პრაიმშოუ“-ს წამყვანების გუნდში ნინი ბადურაშვილს, ეს არხის კარგად ნაცნობი სახე, ეკო ფანგანი იქნება.
ცნობისთვის, ბადურაშვილმა სოციალურ ქსელში, ნოემბერ-დეკემბრის აქციების სასტიკი დარბევის დროს, რამდენჯერმე დააფიქსირა თავისი მოსაზრება, განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ გასულ წელს „პრაიმ შოუ“ მოდელმა და ტელეწამყვანმა, სალომე ღვინიაშვილმა დატოვა.