თავისუფლება პოლიტპატიმრებს! - ბათუმში 24 საათიანი პროტესტი იწყება

სულ ნახვები : 192
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბათუმში პროტესტი გრძელდება. წუხელ, 29 იანვრის ღამეს, ბათუმში 30-მდე პირმა კარავში გაათენა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ერთმანეთს ჩაენაცვლებიან და პროტესტი იქნება უწყვეტი.

„ჩვენი გეგმაა, რომ 24 საათიან რეჟიმში იყოს პროტესტი. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა მზია ამაღლობელის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვა. სახელმწიფოს მოვუწოდებთ, რომ ყველა ზომა იქნეს მიღებული იმისათვის, რომ მზია ამაღლობელის სიცოცხლე იყოს დაცული - ეს არის ამ უწყვეტი პროტესტის მოთხოვნა.

რაც შეეხება უწყვეტ 64 დღიან პროტესტს მოთხოვნები უცვლელია: ეს არის ახალი არჩევნების ჩატარება თავისუფალ და სამართლიან გარემოში, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და მოძალადე, კრიმინალი ირაკლი დგებუაძისთვის უფლებამოსილების შეჩერება“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა