მათი მხარდაჭერის გარეშე თავის დაცვას ვერ შევძლებდი აბუ დაბის სასამართლოში - ლაშა გაბიტაშვილი





...
მათი მხარდაჭერის გარეშე თავის დაცვას ვერ შევძლებდი აბუ დაბის სასამართლოში. -აბუ-დაბის სკანდალის მთავარი მონაწილე ლაშა გაბიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ის აღნიშნავს,, მადლობელია იმ ადამიანების მხარდაჭერის, რისი დახმარებითაც შეძლო აბუ-დაბის სასამართლოდან თავის დახსნა. აღნიშნავს, რომ მომხდარი ინციდენტის შესახებ ინტერვიუ „რადიო თავისუფლებას“ მისცა და ამ თემაზე მეტად საუბარს აღარ აპირებს.
მისი თქმით, ახლა მთავარია პილიტპატიმრების, მათ შორის მზია ამაღლობელის გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა.
„სალამი მეგობრებო, დავბრუნდი ფეისბუქზე. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ამ პერიოდში მე და ჩემს ოჯახს გვერდში დაგვიდექით. ძალიან უცხო და სასიამოვნო იყო ამდენი ხალხის ასეთი სიყვარული და მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობდი მთელი ეს პერიოდი.
განსაკუთრებული მადლობა ფროსფერითი ჯორჯიას, ნიკას და ჯაბას, რომელთაც ამ ინციდენტამდე საერთოდ არ ვიცნობდი, თუმცა ძალიან მაგრად დამიდგნენ გვერდში. მათი მხარდაჭერის გარეშე თავის დაცვას ვერ შევძლებდი აბუ დაბის სასამართლოში.
მადლობა სანდრო ბარამიძეს - ძალიან კომპეტენტური სამართლებრივი რჩევებისთვის.
ასევე მადლობა დაიტოვე ს მთელ საზოგადოებას, რომლებიც ასე განიცდიდნენ ჩემს ამბავს და მგულშემატკივრობდნენ.
და ბოლოს, რათქმაუნდა, დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს და ოჯახს, რომლებითაც ყოველთვის ვამაყობდი.
ვიცი, რომ საზოგადოებაში არის კითხვები მომხდართან დაკავშირებით - ამასთან დაკავშირებით ვრცელი ინტერვიუ მქონდა რადიო თავისუფლებასთან და დღეს შეძლებთ რომ იხილოთ.
კიდევ ერთხელ მინდა ჩემი მხარდაჭერა დავაფიქსირო მთელს საქართველოში მიმდინარე მშვიდობიანი პროტესტის მიმართ. სრულად ვიზიარებ მოთხოვნებს:
სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს!
ვითხოვთ ახალ, სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს!
ვთვლი რომ მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს ამ ორი მოთხოვნის შესრულებას და გამარჯვებად ვერ ჩაითვლება სხვა ვერაფერი. აქედან გამომდინარე აღარ ვაპირებ აბუ დაბის ინციდენტზე საჯაროდ საუბარს.
მიყვარხართ და ვამაყობ თქვენით “, - წერს ლაშა გაბიტაშვილი.
შეგახსენებთ, აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის შემდეგ პატიმრობაში იყვნენ ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ირაკლი ზარქია და ვიქტორ სანიკიძე ასევე კიდევ ერთი პირი, მათ ქვეყანა დიდი ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვეს.