ექსკლუზივი: ნიკა გვარამია მილიონების ქურდბაცაცაა, რომელსაც ივანიშვილი მფარველობს - დავით ჭიჭინაძე





...
პარტნიორს როცა ფულს პარავ მაგას ჰქვია ვირთხობა და არა საგადასახადო დავალიანება, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსმა, დავით ჭიჭინაძემ, CNews-სთან საუბარში განაცხადა, რითაც ეხმაურება ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელმაც „რუსაპეტა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ჭიჭინაძე შვეიცარიის საელჩოს რუსეთის სექციაში დადიოდა და „მთავარ არხთან“ დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
როგორც ჭიჭინაძემ CNews -ს განუცხადა, გვარამია არის ქურდბაცაცა, რომელმაც პარტნიორს მილიონები მოჰპარა, თუმცა კანონის ფარგლებში არ ისჯება, რადგან ბიძინა ივანიშვილი მფარველობს.
მისი თქმით, გვარამიამ „მთავარი არხი“ გააკოტრა და მილიონები აქვს წაღებული.
„ნიკა გვარამია მილიონების ქურდბაცაცაა, რომელიც სხვისი ფულების მომპარავი ადამიანი ტერმინოლოგიაშიც ვერ ერკვევა. თურმე [გვარამიას] საგადასახადო დავალიანება ჰქონია პარტნიორთან - ეს ახალი ტერმინია რაღაცა. პრინციპში, რა გასაკვირია. გვარამიას, საერთოდ ყველაფრის ფუნქციები ერევა დაწყებული ადამიანების, დასრულებული ორგანოების ფუნქციებით და ჩვენ რა უნდა ვასწავლოთ მაგას. ვინ რა გადასახადებს თხოულობს ისიც ვერ გაურკვევია - პარტნიორს, როცა ფულს მოპარავ მაგას ჰქვია ვირთხობა და არა საგადასახადო დავალიანება. საგადასახადო დავალიანება შეიძლება გქონდეს სახელმწიფო ორგანოებთან, მაგრამ როდესაც ანგარიშიდან თანხას აიღებ, ხელს მოაწერ, ამ ფულს რომ შეჭამ თან გრაფიკსაც გააკეთებ და პარალელურად აცხადებ, რომ აქ არავის არაფერი არ ეკუთვნის - თვითონ რა ეკუთვნის საერთოდ? მილიონები აქვს წაღებული და გაკოტრებული ჰყავს ტელევიზია. 21-ე საუკუნეში ტელევიზია ქეშით მუშაობს“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.
ჭიჭინაძე ასევე გამოეხმაურა გვარამიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც საკუთარ წილს ჟურნალისტებს გადასცემს, და ამბობს, რომ „გვარამიასი იქ [ტელევიზიაში] არაფერი არ არის. მეტიც, მისივე თქმით, გვარამიამ არხის დავალიანება 13 მილიონამდე გაზარდა.
ხოლო რაც შეეხება იმას თუ რა ბოროტება აქვს ჩადენილი "ომეგასთან" მიმართებაში მაგის საბუთებსაც მალე გამოვაქვეყნებ და ის, რომ გვარამიას ივანიშვილი პატრონობს ცხადია. სამი თვეა პროკურატურას ვაჯანჯღარებთ, რომ ამ არაკანონიერ ქმედებას, რომელსაც გვარამია და მასთან ასოცირებული მეგობრები აწარმოებენ პასუხი გაეცეს. თორემ, ჟურნალისტები არაფერ შუაში არ არიან. გვარამია აყენებს მათ შეურაცხყოფას ფულის გადახდის გულისთვის, რომ ან რუსები გახდებიან, ან ევროპელები - არასოდეს არ ყოფილა მოთხოვნა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაზე, ეს თვითონ დახტუნაობს. რა უფლებით უხტება იქ ადამიანებს და იწყობს სპეციალურ ეთერებს? თუ რამე უნდა წავიდეს ნეიტრალურ სივრცეში, დაჯდეს და იქ ილაპარაკოს. გვარამიასი იქ არაფერი არ არის და თურმე, დათმობს და კოლეგებს გადასცემს. რა უნდა გადასცეს კოლეგებს? ჟურნალისტებს თავისი საქმე აქვთ და ვფიქრობ ისინი უკეთესად შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას, განსხვავებით მათი დირექტორისგან, რომელმაც 13 მილიონამდე აიყვანა კომპანიის დავალიანება და ამიტომ უწევთ სხვადასხვა არასამართლებრივი სქემით საქმიანობა.
დირექტორს თურმე ხელფასს არ აძლევენ და ამაზე დავობენ. რა თქმა უნდა, მათ ივანიშვილი მფარველობს და ჩვენი მხრიდან დანიშნულ დირექტორს სისხლის სამართლის საქმეს აღუძრავენ“, - განუცხადა CNews-ს ჭიჭინაძემ.
მარიამ ხარებავა, CNews