დღეიდან მშენებლობაში მცირე მეწარმეებისთვის გადასახადი ოცმაგდება

სულ ნახვები : 197
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეიდან, 1-ელი თებერვლიდან, სამშენებლო მომსახურებაზე აღარ გავრცელდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი - მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები სამშენებლო მომსახურებისას ვეღარ ისარგებლებენ 1%-იანი შეღავათიანი განაკვეთით. სამშენებლო მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებზე მცირე ბიზნესის სტატუსი აღარ გავრცელდება და მეწარმე 20%-იანი განაკვეთით დაიბეგრება.

ცვლილებები "ოცნებამ" 2024 წლის დეკემბერში დააინიიცირა და 2025 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში. თუმცა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე "ოცნების" დეპუტატი ბეჟან წაქაძე ცვლილების ისე ამოქმედებას, რომ სექტორს დრო არ ჰქონოდა შეეწინააღმდეგა. ცვლილებები გადავადდა. ბეჟან წაქაძე თვლიდა, რომ 1-ელ თებერვლამდე დროც არასაკმარისი იყო, თუმცა კომიტეტმა მოსაზრება აღარ გაითვალისწინა.

ფინანსთა სამინისტრო ამ ცვლილების შედეგად ბიუჯეტში გადასახადების 200 მილიონი ლარით ზრდას ელის.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა