პოლიცია დეა მამისეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდა

სულ ნახვები : 694
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პოლიცია "მთავარი არხის" ჟურნალისტს, დეა მამისეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდა.  

ინფორმაციას დეა მამისეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს: 

"ამ ვიდეოს მხოლოდ იმიტომ ვდებ, რომ იცოდეთ, ვის ეძახით პოლიციას. იცოდეთ, რომ როცა დაგიმარტოხელებენ, არც დარტყმას დაგაკლებენ და არც გინებას და ათას შეურაცხმყოფელ სიტყვას. მე რომ არაფერი დამაკლდა იმით, როგორც მომექეცით, კი იცით. იმ მახინჯ სისტემასთან ბრძოლა, რომლის ნაწილიც ხართ, დიდი ხანია გაცხადებული მაქვს. მაგრამ, იმ ხალხმა მინდა ნახოთ ეს, ვისაც ჯერ კიდევ გჯერათ, რომ ეს პოლიცია გმირია. არა! არც გმირია, არც პოლიციელია და არც კაცია, არც ერთი! წერტილი! თქვენს თავებზეც გავიარე და, ჰო, ცეცხლი ოლიგარქიას!" - წერს დეა მამისეიშვილი. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა