მწვანილი 88%-ით გაძვირდა - 2025 წლის იანვარში ინფლაციის დონემ 0.4% შეადგინა

სულ ნახვები : 165
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გასული წლის დეკემბერთან შედარებით, 2025 წლის იანვარში ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.0% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1% შეადგინა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.1 პროცენტით.

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.1 პროცენტით.

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.0 პროცენტით.

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 2.6 პროცენტით.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.0 პროცენტით,

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.2 პროცენტით.

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.9 პროცენტით.

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 3.8 პროცენტით.

კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.5 პროცენტით.

საქსტატის მონაცემებით, 10 პროდუქტი და მომსახურება, რომელიც 2025 წლის იანვარში, წინა წლის იანვართან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა. 

მწვანილი 88%

ბადრიჯანი 74%

კომბოსტო 62%

ნიორი 35%

კივი 35%

ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი 27%

მწვანე ლობიო 24%

ბრინჯი 20%

პომიდორი 20%

სკოლა-ლიცეუმის გადასახადი 18%

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა