6 თებერვალს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პერფორმანს გამართავენ

სულ ნახვები : 93
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

6 თებერვალს, 20:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში სტუდენტები პერფორმანსს გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ონლაინ გამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს.

ვიდეო მიმართვაში, რომელსაც მედიასაშუალება ათავსებს საკუთარ პლატფორმაზე, სტუდენტები საუბრობენ თავიანთი პროტესტის მიზანზე.

„უკვე ოც დღეზე მეტია დაკავებული გვაქვს უნივერსიტეტის ფოიე და ამ აქტით ვუერთდებით საყოველთაო წინააღმდეგობას. ამ გზით ვიბრძვით ქვეყნის თავისუფლებისთვის. როგორც უკვე იცით, აქ ყოფნის პერიოდში ვაორგანიზებთ სხვადასხვა წინააღმდეგობის აქტებს, ღონისძიებებს, იქნება ეს ფილმების ჩვენება, საჯარო ლექციები, შეხვედრები და ა.შ. ამ პროცესს ჩვენ გამოვიყენებთ თეატრსაც, როგორც ბრძოლის იარაღის.

მე, დოკუმენტური ამბების სტუდენტებზე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის სტუდენტების ხმა ფოიედან. ეს არის დოკუმენტური ამბები, რომლებიც ორი წლის წინ შეიქმნა და ახლა, როცა ჩვენი ქვეყანა და მომავალი, კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე დგას იგი ბრუნდება. ყველას გელოდებით 6 თებერვალს, 20:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ფოიეში. აქ გაჟღერდება სტუდენტების ხმა, რომელიც ისმის და ისმის ხმამაღლა. გელოდებით“, - აცხადებენ სტუდენტები.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა