დილით სამსახურის კუთვნილი ავტომობილი დაგვიზიანეს - მთივლიშვილი

სულ ნახვები :
124




...
„მთის ამბების" დამფუძნებელი, გელა მთივლიშვილი, წერს რომ სამსახურის კუთვნილი ავტომობილი დაუზიანეს.
„დილით სამსახურის კუთვნილი ავტომობილი დაგვიზიანეს. ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ჩანაწერებში ჩანს, როგორ ესვრის ადამიანი ქვას განზრახ, სამჯერ, რომ საქარე შუშა ჩაამტვრიოს. 112-ს უკვე შევატყობინეთ. საქმე იმაშია, რომ ეს ადამიანი ამავე კორპუსში ცხოვრობს და წვდომა აქვს როგორც უსაფრთხოების სისტემაზე, ასევე, სადარბაზოში შემოსასვლელ კოდებზე. მისთვის კარგის მეტი არაფერი გამიკეთებია და ამიტომაც არის მოტივი გასაგები, რომ დაავალეს ამის გაკეთება!", - წერს ჟურნალისტი.