დამიჭირეს, მცემეს - 2 თებერვალს დაკავებული ლუკა შონია კლინიკიდან გაეწერა





...
სამოქალაქო აქტივისტი, ზუკა შონია რომელსაც ძალოვნები სასტიკად გაუსწორდნენ, დღეს გამოეწერა ინგოროყვას კლინიკიდან, მას დაზიანება თვალის არეში აქვს მიყენებული, რაც ორი დღის შემდეგაც ხილულია.
ლუკა შონია 2 თებერვალს თბილისის გასასვლელთან აქციაზე დააკავერს და ფიზიკურად გასწორდენ, რის გამოც მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
როგორც ლუკა შონია ამბობს, ვერ ხედავდა, კონკრეტულად ვინ ურტყამდა.
„დამიჭირეს, მცემეს... ვერ ვხედავდი, თავჩახრილს მირტყეს და მერე ჩამსვეს პატრული მანქანაში“, - აღნიშნა ლუკა შონიამ.
შეგახსენებთ, 2 თებერვალს 31 ადამიანი დაიჭირეს, 5 მათგანის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.