საქართველოს უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტიტუტი კვლავ ივანიშვილის მთავარ „ბუღალტრად“ რჩება - ბექა ლილუაშვილი ეროვნულ ბანკზე

სულ ნახვები : 94
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტიტუტი კვლავ ივანიშვილის მთავარ "ბუღალტრად" რჩება – ხან ნახევარ ტონა ოქროს მოუმწყემსავას, ხან კი სანქციებისგან დაცვის გარანტიებს შეუქმნის, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბექა ლილუაშვილი  საქართველოს ეროვნულ ბანკთან დაგკავშირებით აცხადებს.

როგორც ის აღნიშნავს, ამით „ოცნება“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის სიგნალს უგზავნის, რომ ეროვნული ბანკის დამოიკიდებლობის პრობლემა არ გადაჭრილა.

დღეს ოფიციალურად დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ტექნიკური მისია, რომელიც აქტიურად მიმდინარეობდა ბოლო დღეების განმავლობაში.

ჩემი ინფორმაციით, ფონდი ამ  მისიის მიერ გაკეთებული შეფასებების შესახებ პრესრელიზს არ გამოაქვეყნებს. მიზეზების დასახელება რთულია:  არ მგონია "ყველაფერი იდეალურადაა" შემთხვევაში რაიმის დაფარვის მიზეზი იყოს. ან შეიძლება ე.წ. ხელისუფლებასა და ფონდს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე, IMF თავს იკავებდეს რაიმეს საჯაროდ თქმისგან, სანამ სრულად არ შეაფასებს, რამდენად ღირს "ერთსა და იმავე მდინარეში მეორედ შევიდეს".

ამასობაში, სანამ IMF მისია ველზე მუშაობდა,  ყაველაშვილმა „ოცნების" პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხი ახალი წევრის კანდიდატურა წარუდგინა. ოთხი ვაკანტური პოზიცია – ოთხი წინასწარ შერჩეული პიროვნება, პარლამენტისთვის (რომელიც დიდი ხანია ნოტარიუსის ფუნქციას ასრულებს) არც არჩევანის და არც მანევრის სივრცე არ დაუტოვებიათ. რაც შეეხება თვითონ კანდიდატებს, მათი "დამოუკიდებელი" პოზიციის წარმოდგენა თითქმის წარმოუდგენელია. ბატონი შამუგიას საკითხი კი უკვე ტრაგიკომიკური გახდა – რა ვალი გვაქვს მას წინაშე, რომ ვერა და ვერ გავისტუმრეთ? ეს კაცი, ფაქტობრივად, მთელი ცხოვრება სახელმწიფომ უნდა არჩინოს?

ამ ნაბიჯით,  "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ IMF-ს მკაფიო სიგნალი გაუგზავნა: ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პრობლემა, რომელიც ფონდისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო, არ გადაიჭრება. რეჟიმი უკან დახევას არ აპირებს, ხოლო საქართველოს უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტიტუტი კვლავ ივანიშვილის მთავარ "ბუღალტრად" რჩება – ხან-ნახევარ ტონა ოქროს მოუმწყემსავს, ხან კი სანქციებისგან დაცვის გარანტიებს შეუქმნის...

ამ ფონზე, "ოცნების" პარლამენტი, საგაზაფხულო სესიას არა ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისს, არა კორუფციისა და საგარეო იზოლაციის მზარდ საფრთხეებს, არამედ ქვეყანაში ავტორიტარიზმის დაკანონებას დაუთმობს“, - წერს ლილუაშვილი სოციალურ ქსელში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა