„ვასილ მაღლაფერისიძის გავლენის ქვეშაა ეკა შონია და მერე უკვე ალბათ დანარჩენი ყველა ჩვენ“ – „მოამბის“ პროდუსრმა პოსტი დატოვა





...
ხუთშაბათის ბორდის სხდომის შემდეგ, თავად ვთქვი უარი, რომ ვიყო ამ გამოშვების პროდიუსერი, - ამის შესახებ „მოამბის“ პროდიუსერმა, მაია ჭუჭულაშვილმა, საზოგადობრივი მაუწყებლის ბორდის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი არის ვასილ მაღლაფერიძის გავლენა სარედაქციო პოლიტიკაზე.
„მე ვარ მაია ჭუჭულაშვილი, 6-საათიანი „მოამბის“ პროდიუსერი, რომლის წამყვანიც არის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. მე ჩემი გადაწყვეტილებით, ხუთშაბათის ბორდის სხდომის შემდეგ, თავად ვთქვი უარი, რომ ვიყო ამ გამოშვების პროდიუსერი. თქვენც ჩაგაყენებთ საქმის კურსში, რა არის ამის მთავარი მოტივაცია და მიზეზი, ამ სხდომებზე ძალიან ბევრი საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ვართ გავლენების ქვეშ, რომ ვასილ მაღლაფერიძის გავლენაა, რომ ვასილ მაღლაფერიძის გავლენის ქვეშ არის ეკა შონია და მერე უკვე ალბათ დანარჩენი ყველა ჩვენ. ეს ძალიან მარტივი თემაა რა, მეტ-ნაკლებად ტელევიზიასთან შემხებლობაში ვინც არის, იმან იცის, რომ ეკა შონია, თავისით, ასე გავლენას ვერ განახორციელებს აბსტრაქტულად, თუ რამე გავლენა უნდა განახორციელოს, მან დავალება მინიმუმ უნდა მოგვცეს ჩვენ, აქ მსხდომ პროდიუსერებს, ჩვენ მერე ეს უნდა ვუთხრათ წამყვანს, ჟურნალისტს და ასე შემდგომ, თუ თქვენ, ან ვინმე, საინფორმაციო სამსახური, მათ შორის ამ გამოშვების წამყვანიც, ერთხელ მაინც იტყვის, რომ პირადად მე ოდესმე მისთვის მითხოვია პირობითად ისეთი რამის გაკეთება, რაც მას არ სურდა, მე ახლავე ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ თქვენ ასეთ ადამიანს მოამბის საინფორმაციო სამსახურში, უბრალოდ ვერ ნახავთ“, – განაცხადა ჭუჭულაშვილმა.