ვერასდროს ვერ გადავიქცევით ვერცერთი პოლიტიკური პარტიის რუპორებად - მაკა ცინცაძე

სულ ნახვები : 159
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ვერასდროს ვერ გადავიქცევით ვერცერთი პოლიტიკური პარტიის ვერც რუპორებად, ვერც ინტერესებს გამტარებლად და ვერც აქტივისტებად, - ამის შესახებ დღეს, 4 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანმა, მაკა ცინცაძემ მაუწყებლის ბორდის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ის არ იღებს იმ ბრალდებებს, რომლებიც ჟღერდება მაუწყებელში არსებულ გავლენებზე.

მისი შეფასებით, მაუწყებლის თანამშრომლებისგან მოითხოვენ, რომ ისინი იყვნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების აქტივისტები და მათი რუპორები, თუმცა ას არ მოხდება.

„ჩემზე არ ხდება გავლენა, ჩემზე გავლენას არავინ არ ახდენა, ამავდროულად ფიქსირდება ასეთი პოზიციები იგივე წამყვანებს ხრიდან ხომ? მათ შორის რაც გუშინ მოვისმინეთ, თუ არ ხდება მათზე გავლენა, მაშინ რისთვის ვიბრძვით ამ დროის განმავლობაში და რას ვამტკიცებ? სად არის ეს გავლენები, რომელზეც საუბრობენ. ხომ შეიძლება ერთმა ადამიანმა მაინც, რაიმე დამადასტურებელი მოიტანოს და გვაჩვენოს. კიდევ ერთი რამ: სინამდვილეში რეალობა რა რის და როგორ აღვიქვამ მე და ეს არ არის მხოლოდ აღქმები, ეს არის ფაქტებზე დაფუძნებული პოზიცია. ჩვენ გვთხოვენ პირდაპირი მნიშვნელობით, რომ გავაშუქოთ მხოლოდ ერთი მხარე, გვქონდეს პოზიციონირება როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების აქტივისტებმა ვიოპოზიციონეროთ და ამას პირდაპირ მოითხოვდნენ ჩემგან პირდაპირ ეთერში, რომ დამეფიქსირებინა კონკრეტულ პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია, ასე იმპერიულად. რა თქმა უნდა პოზიცია პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებაში გვაქვს, ბუნებრივია და ეს ცოცხალი პროცესია და არაფერი ამაში არ აირს განსაკუთრებული, მაგრამ როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანს, პროდიუსერებს, მეც, სხვა დანარჩენებსაც გვაქვს ერთის მხრივ თმენის ვალდებულება და ჩვენ ვიცით ერთის მხრივ, რისი უფლება გვაქვს ეთერში და რისი უფლება არ გვაქვს. ასე რომ ვერასდროს ვერ გადავიქცევით ვერცერთი პოლიტიკური პარტიის ვერც რუპორებად, ვერც ინტერესებს გამტარებლად და ვერც აქტივისტებად",  - განაცხადა ცინცაძემ.

ცნობისთვის, მაკა ცინცაძე საზოგადოებრივ მაუწყებლამდე მუშაობდა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ტელეკომპანია „GDC“-ში, სადაც ის კონკრეტული პოლიტიკური პარტიის გავლენებს ატარებდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა