იანუკოვიჩის შვილი ოკუპირებული დონბასიდან ნახშირის გატანით მილიარდებს შოულობს





...
უკრაინის გაქცეული ექს-პრეზიდენტის ვაჟი ალექსანდრე იანუკოვიჩი ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქვანახშირს ვაჭრობს, - წერს გამოცემა Важные истории.
ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს კომპანია "Energoresurs", რომელიც რეგისტრირებულია დონის როსტოვში. 2023–2024 წლებში მან რუსეთიდან თითქმის 500 ათასი ტონა ნახშირი გაიტანა, ნედლეულს იგი ოკუპირებული დონბასის მაღაროებიდან ყიდულობდა.
კომპანია დაკავშირებულია იანუკოვიჩ უმცროსთან: მისი მფლობელი ალექსეი ივანოვი და დირექტორი პაველ ზემლიაკოვი ადრე მუშაობდნენ მასთან. 2023 წელს კომპანიამ მიიღო 7 მილიონი დოლარის სესხი Cypriot Sl Holdings Limited-ისგან, რომლის მფლობელებიც იყვნენ იანუკოვიჩის წრიდან, მათ შორის ედუარდ სლინკო, მისი ჰოლდინგის MAKO-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი.