15 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა „პოლიტიკურად აქტიური ახალგაზრდების“ მობილიზებისთვის - ვოლსკი

სულ ნახვები : 106
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ  საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით 15 მილიონ დოლარზე მეტი  დაიხარჯა „პოლიტიკურად აქტიური ახალგაზრდების“ მობილიზებისთვის.

როგორც ის აღნიშნავს,  ამას არც არავინ მალავდა, პირდაპირ იყო ჩაწერილი ხარჯების დახასიათებაში. 

„უნდა წავიკითხოთ, რისთვისაც იყო გამოყოფილი უშველებელი თანხა და არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით იხარჯებოდა. ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ თანხის ძალიან დიდ ნაწილს, 15 მილიონ დოლარზე მეტია დახარჯული, რათა ვციტირებ: „პოლიტიკურად აქტიური ახალგაზრდების“ მობილიზება მოხდეს არჩევნების წინა პერიოდის და შემდგომი პერიოდის განმავლობაში, ანუ პირდაპირ მითითებულია ამ თანხის დანიშნულება, შეიქმნას გარკვეული ჯგუფები, რომლებიც გარკვეულ ვითარებაში აგრესიულ მოქმედებებზე გადავლენ. ფაქტია, ვიხილეთ ამ თანხების მნიშვნელოვანი ნაწილის ამ მიზნით ხარჯვა, ამას არც არავინ მალავდა, პირდაპირ იყო ჩაწერილი ხარჯების დახასიათებაში. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, გარკვეული პოზიტიური პროექტების მიღმა გაცილებით უფრო დიდი რესურსით ხორციელდებოდა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა. არა მარტო ჩართვა ოპოზიციური პარტიების დახმარების თვალსაზრისით, არამედ აგრესიული რესურსის მობილიზება, რომ გარკვეული პოლიტიკური პოზიცია ყოფილიყო მხარდაჭერილი და წახალისებული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა