ახლა დგას საკითხი გაძლებაზე და მის მხნეობაზე - ლაშა უჩავა მზია ამაღლობელის შესახებ





...
შიმშილობის პროცეს საკმაოდ რთული არის ორგანიზმისთვის და მისი ნივთიერებათა ცვლისთვის, მითუმეტეს თუ ვსაუბრობთ გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებზე, თუ ვსაუბრობთ ქრონიკულად მიმდინარე დაავადებების მქონდე პირებზე, მაგრამ ამ ყველაფერს თავის რომ დავანებოთ და ვისაუბროთ ჯანმრთელ, ახალგაზრდა ადამიანზე, ამ შემთხვევაშიც რა თქმა უნდა ფიზიოლოგიური პროცესები მიმდინარეობს სხვადასხვანაირად, ეს დამოკიდებული არის აგრეთვე შიმშილობის ტიპზე - ამის შესახებ CNews-თან ონლაინ გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებლის და მენეჯერის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას, ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ განაცხადა.
უჩავას თქმით, შიმშილობის იმ ტიპის გათვალისწინებით, რომელიც აქვს არჩეული მზია ამაღლობელს, ძალიან დიდი რისკები არსებობს იმის, რომ პროცესის არასწორად მართვის და საჭირო დანამატების არ მიღების შემთხვევაში, დაგდეს ის შედეგები ჯანმრთელობის მხრივ, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია.
„შიმშილობის ტიპი შეიძლება იყოს მშრალი, მაშინ როდესაც პაციენტი წყალსაც არ ღებულობს, შეიძლება იყოს სრული, მაშინ როდესაც მხოლოდ და მხოლოდ წყალს ღებულობს და შეიძლება იყოს უბრალოდ პროტესტის ფორმა შიმშილობა მაშინ, როდესაც პროტეინებს ან სხვადასხვა ტიპის საკვებ დანამატებს ღებულობენ ადამიანები.
როდესაც ვსაუბრობთ ქალბატონ მზიასთან მიმართებაში სრულ შიმშილობაზე, მაშინ, როდესაც ის მხოლოდ და მხოლოდ წყალს ღებულობს ორგანიზმში პათოლოგიური პროცესები იწყება უკვე დაახლოებით შიმშილობის მე-4 დღიდან, რადგანაც ამ დროს უკვე ორგანიზმი სრულად ხარჯავს ნახშირწყლების მარაგს რაც აქვს ორგანიზმში გლუკოგენის სახით და გაგდის ცხიმოვანი ქსოვილის გახარჯვაზე, როგორც ენერგიის წყარო. შესაბამისად ცხიმოვანი ქსოვილის გახარჯვის დროს, ორგანიზმში იწყება კეტოგენური რეაქციები რაც გულისხმობს იმას, რომ ორგანიზმში გროვდება კეტონური ქსოვილები, ცხიმოვანი ქსოვილის დაწვის ფონზე, საზოგადოებისთვის უფრო მარტივად რომ ავხსნათ ეს არის იგივე აცეტონის დაგროვება ორგანიზმში, რაც თავის მხრივ რა თქმა უნდა უარყოფითად მოქმედებს თითოეულ ორგანოთა სისტემაზე, მათ შორის ღვიძლზე, თირკმელზე, გულსისხლძარღვთა სისტემაზე და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. მე-14 დღიდან ამ ფონზე იწყება ელექტროლიტური დისბალანსის განვითარება, რაც გულისხმობს იმას, რომ ისეთი მნიშვნელოვანი მიკრო-მაკრო ელემენტები, როგორიც არის კალიუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი, ცვლა ირღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კუნთოვანი ქსოვილის სისუსტე, ჩონჩხის კუნთოვანი ქსოვილის გაუარესება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, გულის კუნთის გაუარესება იმდენად, რომ შეიძლება ფატალურადაც კი დამთავრდეს ხშირ შემთხვევაში აღნიშნული.
ამას თან მოსდევს ისეთი მნიშვნელოვანი ვიტამინის დეფიციტი, როგორიც არის D1 ვიტამინი, ანუ თიამინი, რომელიც ნერვული სისტემისთვის, იმპულსების შენარჩუნებისთვის აუცილებელი კომპონენტი არის და შიმშილობის დროს თიამინის დეფიციტი, ყველაზე რთულად შექცევადი პროცესი არის, რადგანაც შემდგომში შესაძლებელია დატოვოს ისეთი დარღვევები, რაც გამოსწორებას არ ექვემდებარება, ამიტომაც თუ სხვა ტიპის დანამატებს არ იღებს პაციენტი, მნიშვნელოვანია, ეს მაინც იყოს მიწოდებული ვიტამინის სახით, თუმცა რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ქალბატონი მზია 24-ე დღე არის დღეს და არანაირ მედიკამენტს არ ღებულობს. ამასთან დაკავშირებით გადასხმებიც კი არ მიმდინარეობს იმისთვის, რომ ელექტროლიტური ბალანსი იყოს აღდგენილი", - განაცხადა უჩავამ.
ენდოკრინოლოგი ასევე საუბრობს იმაზეც, რომ კრიტიკული მომენტი ჯანმრთელობის მხრივ მზია ამაღლობელის შემთხვევაში შესაძლებელია დაგდეს მოულოდნელად და ძალიან სწრაფი განვითარება ჰქონდეს, რის გამოც უჩავა მიიჩნევს, რომ მასზე ამ დროისთვის 24 საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის განხორციელებაა საჭირო, რაც უკვე უნდა მომხდარიყო 14 დღის გასვლის შემდგომ.
„ეს ყველაფერი ყოველთვის ინდივიდუალური არის. ახლა დგას საკითხი გაძლებაზე და მის მხნეობაზე იმიტომ, რომ ეს პროცესები რაც ჩამოვთვალეთ, იმდენად სწრაფად და ხშირ შემთხვევაში უეცრად მიმდინარეობს ორგანიზმში, რა დროს გახდება საჭირო რეანიმაციული ღონისძიების ჩატარება ამას წინასწარ სამწუხაროდ ვერავინ ვერ გეტყვით, მითუმეტეს, როდესაც არანაირ კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები არ უჭირავს ექიმებს და საზოგადოებას არ აქვს ცნობები ამის შესახებ. რა დროს დამთავრდება ორგანიზმის მარაგი, ეს არავინ არ იცის და შესაძლებელია ეს მოხდეს მწვავედ და უეცრად. ამიტომაც არის ყველა რეკომენდაციით გათვალისწინებული, რომ მე-14 დღიდან, მაშინ, როდესაც სრულ შიმშილზეა საუბარი პაციენტი უნდა იმყოფებოდეს სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, რაც თავის მხრივ გულისხმობს 24 საათიან მონიტორინგს, რაც თავის მხრივ გულისხმობს, როგორც ტოპიკური დიაგნოსტიკის, ანუ კარდიოგრამის, თუ პულსომეტრის დაკიდებას, ან კლინიკო-ლაბორატორიული ტესტების ჩატარებას", - განუცხადა უჩავამ CNews-ს
გიგა გელხვიიძე, CNews