ვეფხია კასრაძე ძალიან ცუდადაა და კლინიკაში არ გადაჰყავთ - ადვოკატი

სულ ნახვები :
436




...
სინდისის პატიმრის, რეზო კიკნაძის ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი აცხადებს,რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა საპატიმროდან დაურეკა და უთხრა, რომ ვეფხია კასრაძე ძალიან ცუდად არის და კლინიკაში არ გადაჰყავთ.
„11:15 საათზე, 2025 წლის 7 თებერვალს, რევაზ კიკნაძემ დამირეკა ციხიდან ვეფხია კასრაძე არისო ძალიან ცუდად ჩირქი მოსდის, კლინიკაში არ გადაჰყავთო (ვეფხიამ რამდენიმე დღის წინ ოპერაცია გაიკეთა)“, - წერს ავსაჯანიშვილი ჯგუფ „დაიტოვეში“.