ასეთი მკაცრი და დაწვრილებითი აღწერა მე არ მინახავს საქართველოზე - თამარ ნუცუბიძე რეზოლუციაზე

სულ ნახვები : 393
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჟურნალისტი თამარ ნუცუბიძე, სოციალურ ქსელში ევროპარლამენტში განსახილველი რეზოლუციების ამონარიდებს ექსკლუზიურად აქვეყნებს და აცხადებს, რომ სარეზოლუციო ტექსტები არის ისეთი მკაცრი, როგორიც აქამდე არ ყოფილა.

CNews ნუცუბიძის facebok-პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„ექსკლუზივი! ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე დაიდო შვიდი პოლიტიკური ჯგუფის რეზოლუციის დრაფტი, უნდა დაიდოს ერთიანიც, რომელიც მე მომაწოდეს. მინდა გითხრათ რომ, ასეთი მკაცრი და დაწვრილებითი აღწერა თავისი სახელებით და გვარებით და თემებით ჩაშლილი, მე არ მინახავს საქართველოზე. აი თუნდაც ეს წინადადება

considers Georgia as a state captured by the illegitimate Georgian Dream regime; expresses deep regret that the ruling Georgian Dream party has abandoned its path toward European integration and NATO membership;                          

ევროპარლამენტი არ სცნობს ჩატარებულ არჩევნებს, ამბობს რომ, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, მანამდე ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი არის სალომე ზურაბიშვილი, მოუწოდებს წევრ ქვეყნებს რომ, უფრო მკაფიოდ მოახდინონ დეკლარირება ქართული ოცნების არ ცნობის და გამოუცხადონ ბოიკოტი.

მედიაზე ძალიან ვრცლად არის საუბარი, დაწვრილებით არიან ინფორმირებული ევროპელი კანონმდებლები რომელი მედია საშუალებაა პრო სახელისუფლებო და სახელებით არის ჩამოთვლილი. ეს მედია საშუალებები დაფიქსირებულია როგორც რეჟიმის მომხრეები და დეზინფორმაციის გამავრცელებლები. 

პერსონალურ სანქციებს რამდენიმე პუნქტი ეძღვნება, იმაზე მეტი გვარია ვიდრე მე ვნახე იპპ და რენიუს დრაფტში.  ადამიანი უფლებების დარღვევები, მედიის თავისუფლების შეზღუდვა ასევე მსუყედ არის და რა თქმა უნდა მზია ამაღლობელი სახელით და გვარით არის შეტანილი.                                     

11. Strongly condemns the brutal violence and repression used by Georgia’s ruling regime against peaceful protesters since 28 November 2024; calls for the immediate and unconditional release of all political prisonsers and those detained during the anti-government protests; demands the release of journalist Mzia Amaglobeli, who is on hunger strike due to her unjust detention for over four weeks now and faces the risk of critical and irreversible life-threatening consequences;  denounces the assault and beating of former Prime Minister Giorgi Gakharia, now hospitalized, followed by the arrest on 2 February 2025 of political leaders such as Elene Khoshtaria, Nika Melia and Gigi Ugulava, as a shocking escalation of state-orchestrated violence by Georgian Dream and its allies against peaceful demonstrators and political opponents;

რეზოლუციის დრაფტში 28 პუნქტია და უნდა გავითვალისწინოთ ისიც რომ, შესაძლოა კიდევ შევიდეს ცვლილებები, შესწორებები. ასევე, პროცედურულად დასაშვებია რომ, დეპუტატმა კენჭისყრამდე, ადგილიდანაც მოითხოვოს გარკვეული ცვლილების შეტანა", - წერს ნუცუბიძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები