პოლიტიკური მოძრაობა - „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის

სულ ნახვები : 352
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ახალი პოლიტიკური მოძრაობა - „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის" დაფუძნდა. მოძრაობის  პრეზენტაცია  ეგნატე ნინოშვილის ძეგლთან, მის დაბადების დღეზე გაიმართა.

მოძრაობის ლიდერებმა ვახუშტი მენაბდემ, ლევან ლორთქიფანიძემ, თათია დვალმა და ელენე ფასურმა საზოგადოებას მოძრაობის მიზნები და სამომავლო გეგმების გააცნეს.

მათი თქმით, მოძრაობა აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის, გამოცდილებისა და ინტერესების მქონე მოქალაქეებს.

მათივე თქმით მოძრაპბას ჯერჯერობით, 100-ზე მეტი წევრი ჰყავს, თუმცა, მათი კარი ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის, ვინც მათ იდეებს ეთანხმება და იზიარებს.

„130 წლის წინ გურიაში ეგნატე ნინოშვილის დასაფლავებაზე დაარსდა პირველი ქართული სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა, რომელმაც ამ ქვეყანას დამოუკიდებლობა მოტანა და დღეს ჩვენ, 130 წლის შემდეგ, 17 თებერვალს, ეგნატე ნინოშვილის დაბადების დღეზე ,მის ბიუსტთან შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გითხრათ - აქ ვართ, ერთად ვართ და ჩვენი სახელია "მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის".- თქვა ვახუშტი მენაბდემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა