„მიეცით დრო ხელისუფლებას, მთავრობა გადააყენოს“ - თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს

სულ ნახვები : 125
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ერთი „ევროპული საქართველო“, ან ერთი ელენე ხოშტარია არ ყოფნის ამ ბრძოლაში გამარჯვებას,“ - განაცხადა დღეს, 18 ივლისს, ,,ტაბულას“ დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა. ჩერგოლეიშვილის აზრით, ოპოზიციამ პარლამენტი, პროტესტის ნიშნად, უნდა დატოვოს იქამდე, სანამ ხელისუფლება არ გადადგება და ვადამდელ არჩევნებს არ დანიშნავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უარი უნდა თქვას მანდატებზე.

,,თანამოქალაქეებო, მეგობრებო, ოპოზიციონერო დეპუტატებო... ჩვენ ვართ ფასეულობების ომში,  ამ ომში წყდება ამ ქვეყნის თავისუფლების ბედი. ერთი „ევროპული საქართველო“, ან ერთი ელენე ხოშტარია არ ყოფნის ამ ბრძოლაში გამარჯვებას.  თქვენს გონიერებასაც მნიშვნელობა აქვს. არანაირ პატივისცემას არ აღძრავს ამომრჩევლის თვალში ეს ჭიდაობა.  მხოლოდ ოპოზიციის სისუსტეს და სასოწარკვეთას აჩვენებს და ბიძინას ეხმარება იმით, რომ ამომრჩეველს ყველაფერზე გული ერევა და სტატუს კვოში რჩება. გამოდით მაგ დარბაზიდან, მიეცით დრო ხელისუფლებას, მთავრობა გადააყენოს და ვადამდელი დანიშნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დატოვეთ მანდატები. ეს არის ერთადერთი გონივრული საქციელი ამ მომენტში. გამარჯვებას ამომრჩევლის ნდობა და პატივისცემა სჭირდება.  არანაირ პატივისცემას არ აღძრავს ეგ ცირკი,  არანაირ ნდობას“, - წერს ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ: ჟურნალისტების პროტესტის გამო, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსმენისთვის ჩანიშნული რიგგარეშე სხდომა დახურა. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები