გიორგი ფხაკაძე: „ისინი, ვინც საქართველოში ვაქცინაციის პროცესს ახორციელებენ, ყველაზე დიდი დამნაშავეები არიან“

სულ ნახვები : 14,820
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდა. ვინც ეს პროგრამა დაგეგმა, დაწერა  და ახორციელებს, ისინი არიან ყველაზე დიდი ანტივაქსერები ქვეყანაში, ისენი არიან დამნაშავეები,  რადგან ყველაფერი გააკეთეს არასწორად,“ - აცხადებს CNews-სთან საუბრისას გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი  გიორგი ფხაკაძე  ახალციხეში აცრის შემდეგ ექთნის ალერგიულ კომაში ჩავარდნის ფაქტის კომენტირებისას.

მისივე თქმით, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ისე მიმდინარეობს, როგორც  აფრიკის ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებში  -  ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია და გაურკვევლობაში არიან თავად მედიკოსებიც, რომლებიც ბულინგის მსხვეპლნი გახდნენ.

„ერთდერთი გზა, ახალციხეში მომხდარი ფაქტის მსგავსი შემთხვევები რომ არ დაგვემართოს, უნდა არსებობდეს ელექტრონული ბაზები -  ელექტრონული ბარათი, რომელშიც შეტანილი იქნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ვაქცინაციისათვის მზადება იწყება 2 კვირით ადრე.  ის, რაც ხდება საქართველოში ვაქცინაციასთან დაკავშირებით,  ეს შეიძლება შევადაროთ მხოლოდ ყველაზე ჩამორჩენილ აფრიკულ ქვეყნებს. საქართველოდან მწერენ ადამიანები, მიგზავნიან ვიდეოებსა და ხმოვან შეტყობინებებს, სამედიცინო პერსონალი არის შეშინებული, რადგან არ არის ინფორმირებული. არავინ აუხსნა ამ ადამიანებს, არ ჩაატარა საინფორმაციო კამპანია,“ - განუცხადა CNews-ს ფხაკაძემ.

ცნობისთვის:  ახალციხეში, „ასტრაზენაკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანს ალერგიული შოკი განუვითარდა. ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.  ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას - 27 წლის ქალის ახლობლებმა სამედიცინო დაწესებულებაში შუშა ჩაამტვრიეს.  კლინიკის ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცავები.

შეგახსენებთ:

* საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა AstraZeneca-ს 43 200 დოზა, დღეს, 13 მარტს, დილით შემოვიდა.

* ვაქცინის შემოსვლის თარიღი ორჯერ შეიცვალა.

* 15 მარტიდან, სამედიცინო პერსონალის აცრა დაიწყო.

„ხელმისაწვდომია 43.200 ვაქცინა, რომელიც გათვალისწინებულია მედიკოსების იმუნიზაციისთვის. რეგისტრირებულია 64.051 ადამიანი, 54 ადამიანი ექვემდებარება ვაქცინაციას. 82 დაწესებულებაში იმუნიზაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყება", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

*ვაქცინის მისაღებად საქართველოში პირველი 73 წლის ქალბატონი დარეგისტრიდა. ის ლუგარის ლაბორატორის თანამშრომელი, 73 წლის თამარ გიორგაძეა.

* ექიმების დიდი ნაწილი, რომელთაც იმუნიზაციის პროცესი პირველ რიგში უნდა შეეხოს, "ასტრაზენეკას" ვაქცინას უნდობლობას უცხადებს. მედიკოსები ამბობენ, რომ მათ ხელი "ფაიზერის" ვაქცინით აცრაზე მოაწერეს და გაუგებარი რჩება, რატომ ვერ შემოვიდა საქართველოში ხელისუფლების მიერ დაპირებული სწორედ ეს ვაქცინა.

* ვაქცინაციისთვის შერჩეულია 82 დაწესებულება.

*ვაქცინაციის მსურველებმა ჯავშანი შესაბამის პორტალზე უნდა გააკეთონ.

* AstraZeneca-ს ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები