გადავავსეთ დარბაზი - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი არჩილ მუსელიანცის შესახებ





...
გადავავსეთ დარბაზი. არჩილს ვანახეთ, რომ ცდება და სინამდვილეში ძააალიან ბევრი ადამიანი ველოდებით, - წერს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი რეჟიმის პატიმრის არჩილ მუსელიანცის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით
როგორც ნანუკა ჟორჟო;ლიანი აღნიშნავს, არჩილს პოლიტიკოსების ფოტოები დაუდეს და უთხრეს, ნებისმიერს თუ დაადებდა ხელს, საპროცესო გაუფორმდებოდმემ, მან არც კი დახედა ფოტოებს.
„არჩილ მუსელიანცის პროცესი დაიწყო.
ვინაა არჩილ მუსელიანცი.
ობოლი ბიჭი. ბოლო ადამიანი რომლისგანაც სიყვარულს და ზრუნვას იღებდა ბებია იყო და ისიც გარდაიცვალა.
აქციაზე დაჭერები რომ დაიწყეს და არჩილს უთხრეს ფრთხილად ყოფილიყო, რომც დამიჭირონ გარეთ არავინ მელოდებაო, შემოსძახა კეთილის მსურველს.
ჰოდა გადავავსეთ დარბაზი. არჩილს ვანახეთ რომ ცდება და სინამდვილეში ძააალიან ბევრი ადამიანი ველოდებით. ეს დარბაზი კი არა, ეს შენობა რომ ვერ დაიტევს.
ახლა საქმე.
29 ნოემბერს პარლამენტის კამერებს ცეცხლი გაუჩნდა. პროკურატურა გვიმტკიცებს, რომ ეს ამბავი არჩილმა ჩაიდინა.
რა არის მტკიცებულება.
ერთადერთი ფოტო. ისიც კი არ ჩანს, სად არის გადაღებული. ფოტოზე სავარაუდოდ არჩილია, მაგრამ რომელი დღეა, რა სივრცეა გაუგებარია.
არჩილს დაუდეს პოლიტიკოსების ფოტოები და უთხრეს, ნებისმიერს თუ დაადებდა ხელს საპროცესო გაუფორმდებოდა.
არც კი დახედა ფოტოებს. მეორედ საპროცესოზე აღარ შესულან“, -წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.