Moxalise.ge - გურიაში თოვლში ჩარჩენილების და დაზარალებულების დასახმარებლად ვებ გვერდი შეიქმნა

სულ ნახვები : 266
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

Moxalise.ge. - ასე ჰქვია ვებ გვერდს, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ მოძებნოთ და დაეხმაროთ იმ ადამიანებს რომლებიც გურიაში, დიდთოვლობის გამო ვერ ახერხებენ გადაადგილებას და თოვლში არიან ჩარჩენილები.

ვებ გვერდის მოხმარების წესებს, facebook ჯგუფის „მოხალისეები გურიისთვის“ ადმინისტრატორი, ლინა ხითარიანი აქვეყნებს.

Moxalise.ge - ვებგვერდზე ყველა იმ ადამიანის ლოკაცია და საჭიროებაა დატანილი, რომელიც რეგიონში ამ დრომდე ითხოვს დახმარებას.

„როგორც იცით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად დავორგანიზდით და თქვენი დახმარებაც გვჭირდება.

მოხალისეებმა! შექმენით ტელეგრამი და შემოგვიერთდით ჯგუფში -  @guria_sos , ამის შემდეგ მოიწერეთ სად, რომელ რაიონში აპირებთ მისვლას.

moxalise.ge საიტზე აირჩიეთ პირი რომელთანაც მიხვალთ და მოიწერეთ იმავე ტელეგრამ არხზე.

როგორ გამოიყენოთ moxalise.ge: ✔️ რუკაზე მონიშნულია ის წერტილები, სადაც დახმარებაა საჭირო ???? მარცხენა მხარეს ნახავთ ლეგენდას - აქედან გაერკვევით მონიშნულების მნიშვნელობაში ????️ მარჯვენა მხარეს მდებარეობს ფილტრები - შეგიძლიათ ლოკაციის მიხედვით გააფილტროთ ინფორმაცია.

დახმარების პოსტს ვინც წერთ, გთხოვთ, რაიონის დაწერამდე გამოიყენოთ ჰეშთეგი # (მაგ. #ოზურგეთი) ან დააკომენტარეთ Nakaidze Nini-ს პოსტების ქვეშ, თითო რაიონს ცალკე პოსტი აქვს. ინფორმაცია უნდა იყოს ძალიან კონკრეტული და კარგად აღწერილი: (ადგილმდებარეობა/სახელი/ტელეფონი/???? Google Maps-ის ლინკი

/და აღწერა)", - წერს ხითარიანი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები