„ეს კაცმაცუნა“ – „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორი ირაკლი ღარიბაშვილზე

სულ ნახვები : 204
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ერთადერთი განაცხადი, რასაც ღარიბაშვილი ახლა უნდა ამზადებდეს, არის გადადგომის შესახებ განცხადება,“ - განაცხადა დღეს, 19 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ დამფუძნებელმა, გიორგი თაბაგარმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშილის მიერ ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადების კომენტირებისას.

თაბაგარის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს წარმოდგენაც კი არ აქვს, თუ რა არის ევროკავშირის იდეა და ზოგადად, ევროპული ღირებულებები.

„ირაკლი ღარიბაშვილი ურცხვად აცხადებს, რომ მისი მთავრობა 2024 წელს ევროკავშირის წევრობის  განაცხადისთვის ემზადება. ამ კაცმაცუნას საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ევროპული ღირებულებები და რაში მდგომარეობს ევროკავშირის იდეა!  ერთადერთი განაცხადი, რასაც ღარიბაშვილი ახლა უნდა ამზადებდეს, არის გადადგომის შესახებ განცხადება!“, - წერს თაბაგარი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ: 2021 წლის 5 ივლისს, ,,თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული ღირსების მარში, ღარიბაშვილის ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომლითაც მან მოძალადე-რადიკალები ძალადობისკენ წაახალისა, აღარ ჩატარდა და ამის შემდგომ, რადიკალური დაჯგუფებების წევრები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გასუწორდნენ, რის შედეგადაც ,,ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დაიღუპა. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები