ცეცხლი და ზედ ნავთი ოლიგარქიას - გიგი უგულავა მესამედ დააჯარიმეს





...
ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ დღეს, რიგით მესამე 5 000 ლარიანი ჯარიმის ქვითარი მიუტანეს.
უგულავას თქმით, აღნიშნულ ქვითარზე, ისევე როგორც სხვებზე, გაურკვეველია, კონკრეტულად რომელ დღეს გამართულა ქციასთან დაკავშირებით ედავებიან მას გზის გადაკეტვას, რუსთაველის გამზირზე.
„მორიგი, რიგით მესამე, 5000₾ "პივის ჩეკი" მომიტანეს მილიციიდან. ოღონდ თარიღი ისეა გადღაბნილი, რომ ეშმაკი ვერ გაარჩევს რუსთაველზე გასეირნების რომელ საღამოს მედავებიან. არც აქვს მნიშვნელობა.
არ ვაპირებ არც გადახდას და არც სასამართლოზე მისვლას, თავში ქვა გიხლიათ
ცეცხლი და ზედ ნავთი ოლიგარქიას“, - წერს უგულავა.