შარლ მიშელმა გიორგი მარგველაშვილს იმედი გაუცრუა - „სამწუხაროდ, მკაფიო არ იყო“

სულ ნახვები : 924
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„რომ გითხრათ, შარლ მიშელის განცხადებები იყო მკაფიო, ნათელი ან ადეკვატური რთული ვითარების, ასე არ მიმაჩნია“, - განაცხადა CNews-თან საუბრისას საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის შეფასებისას:

- შარლ მიშელის განცხადება მთლიანად იყო არამთლად მკაფიო, ჩემი აზრით, ძალიან ზოგადი და არ იყო ნათელი მისი გზავნილები, ვერ ვიმარჩიელებ, რა იგულისხმა ადამიანმა, რომელმაც თქვა, რომ ხელშეკრულება არ სრულდება ფაქტიურად. ეს არის გაშვებული შესაძლებლობა, სავარაუდოდ რაღაცა ტიპის რეაქცია უნდა იყოს ბრიუსელიდან, უფრო მკაფიო. რა რეაქცია იქნება და რა ტიპის შეხედულება აქვს ბრიუსელს ამ საკითხებთან დაკავშირებით, სასურველი იქნებოდა, თქმულიყო და კონკრეტულად ეს გზავნილები მისულიყო ქართველ საზოგადოებამდე.

ამიტომ, რომ გითხრათ, შარლ მიშელის განცხადებები იყო მკაფიო, ნათელი ან ადეკვატური რთული ვითარების, მე ესე არ მიმაჩნია.

- მიშელმა დაფინანესებაზე ისაუბრა და თქვა, თუ შეთანხმების საკითხები არ იქნება შესრულებული, არ იქნება დაფინანსებაო?

- ეს რამდენად მკაფიოდ იყო  ნათქვამი... კი, იყო ამ კონტექსტში ნახსენები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც ასეთი ვითარებაა, როცა ასეთი ჩართულობა იყო ევროკავშირის და როდესაც ფაქტიურად იქნა აღიარებული, რომ შეთანხმება შესრულებული არ არის, ნათქვამი იქნა, რომ შესრულება არის წინაპირობა დაფინანსების და თანამშრომლობის. ვფიქრობ, უკვე კონკრეტულად უნდა გაკეთებულიყო განცხადება იმიტომ, რომ წინა მის კომენტარებში იყო ნათქვამი, გარკვეული რეაქცია იქნება ბრიუსელიდანო.

- ანუ, მშელისგან მეტ კონკრეტიკას ელოდით?

- ყოველ შემთხვევაში, ველოდით, რომ უფრო ნათელი იქნებოდა თავის გზავნიშლებში.

- ესე იგი, შარლ მიშელი არ იყო კონკრეტული და ხაზგასმით არ წარმოადგინა თავისი გზავნილები?

- არ იყო კონკრეტული და, ჩემი აზრით, ეს არ იყო ზოგადი განცხადებების პერიოდი, ზოგადი განცხადებების პერიოდმა ჩაირა მაშინ, როდესაც შეთანხმებაზე იყო საუბარი. კი ბატონო, უკვე დრო იყო კონკრეტული განცხადებების მოსმენის. არის ხოლმე პერიოდი, როდესაც ზოგადი განცხადებები ადეკვატურია ვითარებისთვის და შენ არ უნდა იყო მკაფიო.

- მკაფიო პერიოდში მკაფიო განცხადება არ გაკეთდა?

- ჩემი აზრით, ეს პერიოდი იყო უკვე, როდესაც ნათლად გამოჩნდა ხელშეკრულების დარღვევის პირობა, ეს უფრო ნათლად უნდა გაეგო, როგორც ქართულ საზოგადოებას, ასევე, საქართველოს მთავრობას, თუმცა სამწუხაროდ, ასეთი მკაფიო არ იყო ევროკავშირი ამჯერად.

ზუკა ნემსაძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები