კახეთში ფერმა იხსნება, სადაც რობოტი იმუშავებს

სულ ნახვები : 15
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კახეთში, სოფელ ტიბაანში 1.5 მილიონი ლარის ინვესტიციით თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი ფერმერული მეურნეობა იხსნება.

ფერმა 50 ფურზე იქნება გათვლილი, სადაც საქონელს რობოტი გამოკვებავს.

აღნიშნული ფერმის აღჭურვას და გამართულ მუშაობას კომპანია “კავკასუს გენეტიკა” განახორციელებს.

როგორც ცნობილია, ფერმას სასწავლო-სადემონსტრაციო დანიშნულებაც ექნება, სადაც სტუდენტები გადამზადდებიან და განათლებას მიიღებენ. ეს იქნება პირველი ფერმა საქართველოში, სადაც რობოტი იმუშავებს და ის მოახდენს ცხოველებისთვის საკვების დაყრას.

ფერმა მიმდინარე წლის შემოდგომაზე ამოქმედდება. მეცხოველეობის, რძის წარმოება-გადამუშავების, სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფიერების სფეროში კომპანია „კავკასიის გენეტიკა” ქვეყნის უმთავრეს მიმწოდებელს წარმოადგენს კომპანიის სახელს უკავშირდება მეცხოველეობის მიმართულებით თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა-დანერგვა ქვეყანაში.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები