სოხუმი ზელენსკის განცხადებით უკმაყოფილოა

სულ ნახვები : 170
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის პრეზიდენტს პასუხობს, რომელმაც აფხაზეთში რუსული სამხედრო ძალის ზრდისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო შეშფოთება გამოთქვა.

„რუსეთის სამხედრო ძალის ყოფნა აფხაზეთში, რომელიც ასე აღელვებს ბატონ ზელენსკის, რუსულ-აფხაზური შეთანხმებით რეგულირდება, არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და არ ვრცელდება არც საქართველოსა და არც უკრაინის ტერიტორიაზე. რა ჰქონდა მხედველობაში უკრაინის პრეზიდენტს, როდესაც აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე საუბრობს, გამოცანად რჩება. ბატონ ზელენსკისა და მისი გუნდის მიდგომამ დონბასის საკითხის მიმართ კარგად გვიჩვენა, რა გზით სურს მას კონფლიქტის დარეგულირება. მსგავსი ტაქტიკის გამოყენებას აფხაზეთის მიმართ არ დავუშვებთ. საქართველოს და უკრაინას უნდა ახსოვდეთ, რომ კონფრონტაციის მცდელობა წარუმატებლად დასრულდება,“-ნათქვამია დეფაქტო უწყების განცხადებაში.

 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები