ექსკლუზივი: „ბევრი შარლ მიშელი მოვა და წავა, ჩემთვის კი მთავარია, ქართველი ხალხი რას ფიქრობს“ - ირმა ინაშვილი

სულ ნახვები : 922
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ძალიან უცნაურ მოვლენას აქვს ადგილი, ანუ თუ ქართველი პოლიტიკოსი რაღაცა მემორანდუმს ხელს არ აწერ, თუ განსხვავებული აზრი და ხედვა გაქვს, შეხვედრებზე არ გიწვევენ და ამას ევროკავშირის წარმომადგენლობის საყურადღებოდ ვამბობ: ეს ძალიან უცნაური და არაევროპული მოვლენაა,“ - განუცხადა CNews-ს დღეს, 20 ივლისს, პარტია ,,პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა.

CNews-თან საუბრისას ინაშვილმა მმართველი გუნდის მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი დოკუმენტი არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მიმართ, არამედ, პარტია ,,პატრიოტთა ალიანსთან“ მიმართებაშიც დაირღვა.

,,მე არ დავსწრებივარ ამ შეხვედრას, ვინაიდან არ მომიწერია ხელი შარლ მიშელის შეთანხმებაზე და არ შევედი პარლამენტში არჩევნების ტოტალური გაყალბების გამო! ჩვენ ერთადერთი პარტია ვართ, რომელმაც შეასრულა პირობა და დარჩა გარეთ, ხალხთან. ერთადერთი პარტია ვართ, რომლის წევრებსაც დაჩქარებული წესით გვიყარეს კენჭი და შეგვიწყვიტეს უფლებამოსილება. დანარჩენებს ეხვეწებოდა "ქართული ოცნება", შემოდით პარლამენტში, მაინც არ გაგიუქმებთ უფლებამოსილებასო და არც გაუუქმა. ორი დღის წინ, პარლამენტმა კვლავ შეუნარჩუნა 52 დეპუტატს მანდატი, ჩვენ კი ყველაზე სწრაფად მოგვიხსნა. იმედია, გასაგებია, ყველაზე მეტად ვისი არყოფნა უნდოდა პარლამენტში მის დირექტორ კობახიძეს, რომელიც არჩევნების გაყალბების მთავარი ორგანიზატორი და შემსრულებელია. ზოგადად, ძალიან უცნაურ მოვლენას აქვს ადგილი, ანუ თუ ქართველი პოლიტიკოსი რაღაცა მემორანდუმს ხელს არ აწერ, თუ განსხვავებული აზრი და ხედვა გაქვს, შეხვედრებზე არ გიწვევენ და ამას ევროკავშირის წარმომადგენლობის საყურადღებოდ ვამბობ: ეს ძალიან უცნაური და არაევროპული მოვლენაა. როცა რაღაცა მემორანდუმს ხელს არ ვაწერ, ჩემი აზრი უფრო უნდა გაინტერესებდეს, რატომ არ ვაწერ ხელს, რა არგუმენტები და ახსნა მაქვს. ვფიქრობ, ძალზედ უხერხული და უცნაური დამოკიდებულებაა. შარლ მიშელის შეთანხმება მარტო მოსამართლეების ნაწილში კი არ დაირღვა, დაირღვა ჩვენს პარტიასთან მიმართებაში, რომელსაც ,პერსონალური შურისძიების გამო, "ქართულმა ოცნებამ" წაართვა წევრი საარჩევნო კომისიებში და გადასცა ფრიდონ ინჯიას“, - განაცხადა CNews-თან საუბრისას ინაშვილმა.

მისივე შეფასებით, დეპუტატი ფრიდონ ინჯია, რომელსაც მმართველმა გუნდმა საარჩევნო კომისიებში წევრი ყოლის უფლება მისცა, სწორედ ,,პატრიოტთა ალიანსის“ კვოტით მოპოვებული ხმების დახმარებით მოხვდა პარლამენტში. ინაშვილის თქმით, სწორედ ამ კუთხით დაირღვა შარლ მიშელის შეთანხმება, ,,პატრიორთა ალიანსთან“ მიმართებაში.

,,ყველას ესმის, რომ გაყალბების მიუხედავად, 3%-ზე ნაკლები მაინც ვერ დაგვიწერეს, მაგრამ ეს ხმებიც კი მიიღო ჩვენმა პარტიამ და არა - ფრიდონ ინჯიამ, რომელიც ჩვენი სიით იყო წარდგენილი, ანუ დაირღვა მიშელის შეთანხმება, სადაც გასაგებად წერია, რომ ჩვენ უნდა გვყოლოდა საარჩევნო კომსიებში წევრი. ამაზე ძალიან მკაფიო დასკვნა დაწერა ვენეციის კომისიამაც, ეს ერთი პარტიის, ჩვენი პარტიის წინააღმდეგ მიმართული სადამსჯელო აქტი იყო და ყველა სხვა პარტიამ უნდა ამოიღოს ხმა, რომელიც შებრძანდა პარლამენტში“, - განაცხადა ინაშვილმა CNews-თან საუბრისას.

ინაშვილის შეფასებით, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ,,პატრიოტთა ალიანსი“ შარლ მიშელთან შეხვედრაზე ვერ მოხვდა.

,,აი, სწორედ ამიტომ ძალზედ უცნაურია, რომ შარლ მიშელისთვის ამ ყველაფრის გადაცემის საშუალება არ მქონდა, თუმცა ეს ინფორმაცია მას, წესით, უნდა ჰქონოდა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი რომ ხარ, შენ მაინც არ უნდა ახარისხებდე პოლიტიკურ სპექტრს, თორემ შარლ მიშელს არავინ იცნობდა საქართველოში და მე ჩემი ბრძოლა არ შემიწყვეტია, ახლა იცნობენ და ისევ ვაგრძელებ ჩემს გზას, ბატონ შარლ მიშელზე არა მაქვს აგებული არც ჩემი ბრძოლა და არც ჩვენი პარტიის მომავალი. ბევრი შარლ მიშელი მოვა და წავა, რასაც მე ვაკვირდები, მათი უმრავლესობა ლამაზად კი ლაპარაკობს დემოკრატიასა და მაღალ სტანდარტებზე, მაგრამ სიმართლეზე თვალს ხუჭავს, ამიტომაც ქართველი ხალხი რას ფიქრობს, ჩემთვის ესაა მთავარი“- განაცხადა CNews-თან ინაშვილმა.

,,პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის შეფასებით, ქართული პოლიტიკური სპექტრი, შარლ მიშელის დოკუმენტს საქართველოს კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს, რაც სრულიად გაუმართლებელია.

,,შარლ მიშელის შეთახმებას რატომღაც  საქართველოს კონსტიტუციის ხარისხი მიანიჭეს, მინდა ყველას შევახსენო, რომ ჯერ საქართველოს კონსტიტუციაა, მერე საქართველოს კანონმდებლობაა და ამის მერეა სხვადასხვა პოლიტიკური შეთანხმებები“, - განაცხადა ინაშვილმა CNews-თან საუბრისას.

შეგახსენებთ: გუშინ 19 ივლისს, ევროპარლამენტის პრეზიდენტი შარლ მიშელი, ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოში ვიზიტისას, იმ ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა, რომლებმაც მედიაციის ფორმატში შედგენილ დოკუმენტზე ხელი მოაწერეს და პარლამენტში შევიდნენ.  

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა