თელავს ახალი ტურისტული მარშრუტები ექნება

სულ ნახვები : 397
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ისტორიული 7 ბორცვის“ ურბანული განახლების შემდეგ, ქალაქში ტურისტული ბილიკები მოეწყობა, რომლის შემდეგ, ისტორიული ქალაქი, შუა საუკუნეების ქუჩის ქსელით, ისტორიული ურბანული განვითარებითა და უნიკალური ლანდშაფტით, კახეთის ტურისტული ჰაბის ფუნქციას შეასრულებს.

პროექტის მიხედვით, მოეწყობა საპარკინგე ადგილები, ბორცვებს შორის დამაკავშირებელი ხიდები და მასთან მისასვლელი გზები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ისტორიულ შენობებს და ცენტრალურ ქუჩას. შედეგად, თელავი ადგილობრივი მოსახლეობისა და ვიზიტორებისთვის დამატებითი მიზიდულობის ცენტრად იქცევა.

„ურბანული განახლება არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ხელს უწყობს სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებას. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, ჩვენ მივიღებთ განახლებულ თელავს, განახლებული შესაძლებლობებით და უფრო დიდ კეთილდღობაში მყოფი მოსახლეობით“, - აცხადებს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე.

თელავის ისტორიული 7 ბორცვის ურბანული განახლების პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 6,5 მილიონი ლარია.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა