„მინდა, რუსეთის სადღეგრძელო დავლიო“ - სუფრაზე, სადაც აგვისტოს ომის გმირის ძმაც ზის, ოკუპანტს ეთაყვანებიან (VIDEO)

სულ ნახვები : 8,319
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,მე მინდა რუსეთის სადღეგრძელო დავლიო, რუსეთი არის ჩემი მეორე სამშობლო და ვინც ამ სუფრასთან არის დღეს, ყველას უყვარს და აფასებს რუსეთს,“ - ,,ფეისბუქში“ გავრცელდა ვიდეო, რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტშია გადაღებული.

,,არ შემეძლო, ეს ვიდეო არ გამევრცელებინა, მსგავს რამეს შეიძლება ხშირად გადააწყდეთ საქართველოში, მაგრამ სუფრაზე, სადაც აგვისტოს ომში, შინდისთან გმირულად დაღუპული მეომრის, ფელიქს კაკაურიძის ძმა ზის და რუსეთის სადღეგრძელოს ამბობენ, ეს წარმოუდგენელია. გული გამიჩერდა, რომ ვნახე. ვინც ამ ვიდეოზეა, ეს ადამიანები, ალბათ ამავე სუფრაზე ჩვენი ბიჭების სადღეგრძელოსაც დალევენ, რომლებიც ომში დაიღუპნენ, მაგრამ ალბათ იმასაც იტყვიან, რომ ეს ომი საქართველომ დაიწყოო“, - განუცხადა CNews-ს წყარომ.

ვიდეოს ნახვისას, ასევე, გაიგებთ ფრაზას: „ამას რომელი ტელევიზია გადაცემს? - ,,ტვ პირველი“.

ცნობისთვის: საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები