მოვარგებთ ქართულ რეალობას - მახაშვილი ამერიკულ „ფარა“-ზე





...
„ქართული ოცნების“ პარლამენტის წარმომადგენელი, ლევან მახაშვილი, ქართულ კანონმდებლობაში ამერიკული „ფარს“ კოპირებული ვერსიის შემოტანასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში აცხადებს, რომ კანონი იქნება მორგებული ქართულ საკანონმდებლო რეალობას.
მისი თქმით, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ რუსული კანონი არ იყო ეფექტური და მისი გაუმჯობესების საჭიროება იდგა, რის გამოც მას ამერიკული „ფარას“ დახმარებით ჩაანაცვლებენ.
„წინა წელს მიღებული გამჭვირვალობის კანონის შემდეგ, საზოგადოებამაც დაინახა, რომ ის საფრთხეები რის წინაშეც საქართველო იდგა ბევრად უფრო ფართო და ღრმა აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენც წარმოგვედგინა, ამიტომ ლოგიკურია ამ ახალი განვითარებების კვალდაკვალ, როგორც ყველა პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, ჩვენც ვდგამთ ნაბიჯებს, რათა უფრო ეფექტიანად ვუპასუხოთ ამ ტიპის ნაბიჯებს. ამ დღეებში პარლამენტმა დაიწყო უკვე მსჯელობა ამერიკულ „ფარას“ საქართველოში გადმოტანაზე, პარლამენტი განიხილავს თითოეულ დეტალს აღნიშნულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რათა ის მოვარგოთ ქართულ რეალობას, მოგეხსენებათ ბევრი სიტყვები ამერიკული რეალობიდან არის გამოტანილი და ჩვენ ამას მოვარგებთ ქართულ რეალობას“ - განაცხად მახაშვილმა.