„დეკანოზი მამალაძე ილია მეორეს ოჯახის სხვადასხვა კლანის შიდა დაპირისპირების მსხვერპლია“ - გოჩა მირცხულავა

სულ ნახვები : 5,662
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„საპატრიარქო არის უკიდურესად დეგრადირებული ინსტიტუცია, ხოლო ხელისუფლება, რომელმაც მას კოჭი გაუგორა, პოლიტიკურად უპასუხისმგებლო და სამართლებლოვად დამნაშავე!“- ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მეუფე ნიკოლოზის დღევანდელ განცხადებას.

ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ დეკანოზი მამალაძე საპატრიარქოს და პატრიარქის პირადი პატიმარი და ასევე, პატრიარქ ილია მეორეს ოჯახის სხვადასხვა კლანის და ამ კლანთან აფილირებული მღვდელმთავრების  შიდა დაპირისპირების მსხვერპლია.  

„აღტკინდა და აღფრთოვანდა ერი მეუფე ნიკოლოზის სამართლიანობით - თურმე დეკანოზო გიორგი მამალაძე არ კლავდა პატრიარქს. ამ თურმეს მორალი ის გახლავთ, რომ საპატრიარქო არის უკიდურესად დეგრადირებული ინსტიტუცია, ხოლო ხელისუფლება, რომელმაც მას კოჭი გაუგორა პოლიტიკურად უპასუხისმგებლო და სამართლებლოვად დამნაშავე!

მეუფე ნიკოლოზის განცხადება არის რუსული ეკლესიისა და გრუს ნასტავნიკის მეუფედ წოდებული შიოსა და საპტარიარქოს პრორუსული ფრის მორიგი ფანდი ნახირისა შოუზე მომუშავე მედიისთვის. ეს არის მორიგი ქიში (საჭადრაკო ტერმინია ვინც არ იცის იმათთვის და არა თქვენი მეზობლის ან ნაცნობის სახელი) ხელისუფლებას.

ახლა ამ სექტას - საპატრიარქოს ვგუულისხმობ - ყველაზე მეტად ეშინია მამალაძის გარეთ გამოსვლის, მაგრამ ვირეშმაკობენ, როგორც მაშინ, როცა სინოდმა მისი შეწყალების თხოვნით  მადამ პრეზიდენტს მიმართა და ზარი მიუყოლა - არ გაბედოთო. ზურაბიშვილმა კიდევ როგორ გავბედავო და ურთიერთგამომრიცხავი განცხადება დააბრეხვა - პატრიარქი უდიდესი ავტორიტეტია და მისი მოკვლის განზრახვას არავის ვაპატიებო. არა და, პატრიარქი და 47 მღვდელმთავარი ფორმალურად - საჯაროდ (ფარისევლურად) მიმართავდნენ მას - აპატიეო. მაშინ საპატრიარქომ მორალური უპირატესობა მოიპივა ხელისუფლებაზე, და ამავდროულად გააბრიყვა. (ვწერდი ამაზე და სატელევიზიო ეთერების ჩანაწერებიც არსებობს.)

ახლა რა ხდება? მეუფე ნიკოლოზმა ეს განცხადება ადრეც გააკეთა. მისი აქტუალიზება ორ მიზანს ისახავს: 1 ეკლესია, საპატრიარქო და პატრიარქი მუდამ ლმობიერები იყვნენ და სამართლიანნი - მათ თვითმიზანს სიმართლის დადგენა წარმოადგენდა და არა უსამართლოდ ვინმეს დასჯა. ეს ნარატივი მნიშვნელოვანია ხბოებისთვის, ნახირისთვის - სამართლიანი საპატრიარქოს, პატრიარქის და ეკლესიის კონტექსტში, რაც ძალიან საშიშად "ამართლებს" რამოდენიმე დღის წინანდელ ძალადობასაც. (იქ მართალია, აქაც მათალია!)

2. ეს არის ხელისუფლების მაქსიმალური დისკრედიტაცია - რომელსაც უკანონოდ დასჯილი პატიმარი - ტყვე ჰყავს. სხვა თუ არაფერი ხელისუფლბის სხვადასხვა შტოებში ისევ არიან წარმოდგენილნი - შოთაძე და წულუკიანი... და მთლიანად ხელისუფლება ისევ "ქართულ ოცნებას" ეკუთვნის. მეუფე ნიკოლოზი პირდაპირ ამბობს  - დეკანოზს უსამართლოდ მიესაჯა და მიესაჯა ხელისუფლების მიერ შეთითხნილი საქმით და პასუხისმგებლობას ანაწილებს ყველაზე - ჩემზე, თქვენზე, მოსახლოებაზე, ხალხზე - საქართველოზე, ვისი სახელითაც არის განაჩენი გამოტანილი დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის. თუმცა - მე პირადად არ ვაპირებ ეს პასუხისმგებლობა გავიზიარო და უამრავ ფარისეველს კი დაგაკისრებთ.

რატომ? დეკანოზი მამალაძე არის პატრიარქ ილია მეორეს ოჯახის სხვადასხვა კლანის და ამ კლანთან აფილირებული მღვდელმთავრების  შიდა დაპირისპირების მსხვერპლი. შესაბამისად, ის არის უშუალოd ილია მეორეს და საპატრიარქოს პირადი პატიმარი. სამართლებლივად და პოლიტიკურად პასუხისმგებლობა ამ შეთითხნილი საქმის გამო ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას - "ქართულ ოცნებას", პერსონების დონეზე იარკლი შოთაძეს და თეა წულუკიანს (ექსპრემიერ გიორგი კვირიკაშვილსაც); ყველა ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეს, ვინც განიხილა დეკანოზის საქმე, ასევე ყველა გამომძიებელს და პროკურორებს , ვინც ჩართული იყო ამ საქმის ფალსიფიცირებასა და დამდგარ განაჩენში.“-წერს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები