განახლდება თუ არა სექტემბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში - თამარ გაბუნიას განმარტება

სულ ნახვები : 230
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„სკოლებში შეზღუდვების დაწესება და სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა პრობლემის გადაწყვეტა არ არის,“ - განაცხადა დღეს, 20 ივლისს, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, სკოლებთან მიმართებაში სამინისტროს რეკომენდაციაა, რომ ივლისი და აგვისტო აქტიური ვაქცინაციისთვის იქნეს გამოყენებული.  

„იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში გვაქვს მილიონნახევარი დოზა ვაქცინა და კიდევ ერთ მილიონს ველოდებით, სკოლებთან მიმართებაში, პირადად ჩემი და ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი რეკომენდაციაა, რომ ივლისისა და აგვისტოს თვეები, დარჩენილი პერიოდი, სკოლის კოლექტივმა გამოიყენოს აქტიური ვაქცინაციისთვის, რათა სკოლები დახვდნენ სასწავლო წელს უსაფრთხო გარემოში. სკოლის პირობებში დღეს შეზღუდვა გამოსავალი არ არის, არც დისტანციური სწავლა არ გადაწყვეტს ამ პრობლემას. გადაწყვეტა არის ვაქცინაცია. ამდენად, ყველასთან თხოვნა მექნება, ვინც დაკავებულია სასკოლო გარემოში სწავლებით ან მუშაობით, მიმართოს ვაქცინაციის ცენტრს. დღეს ნამდვილად არის შესაძლებლობა, რომ აიცრან“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის: დღეს ჩატარებული 36 375 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსის 2616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 26 ინფიცირებული, 880 კი გამოჯანმრთელდა. 

 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

განათლება ► მეცნიერება ► Მეტის ნახვა