„ფეხზე ჰკიდია“ - შალვა ნათელაშვილი შარლ მიშელის მესამე ვიზიტზე

სულ ნახვები : 143
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია – დღეს პოეტის ეს სიტყვები მიტრიალებს სულ თავში შარლ მიშელის მორიგ, გუშინდელ ვოიაჟს, რომ ვიხსენებ საქართველოში“, - წერს „facebook“- ზე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი.

ნათელაშვილის თქმით, ასეთ ევროპასთან მისასვლელად ერთი კი არა, ათი თაობა არ არის საკმირისი.

„შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია – დღეს პოეტის ეს სიტყვები მიტრიალებს სულ თავში შარლ მიშელის მორიგ, გუშინდელ ვოიაჟს, რომ ვიხსენებ საქართველოში. რა იყო ეს გადაჭარბებულად მომფერებელი ტონი? ერთი სიტყვა მაინც ეთქვა „ლეიბორისტული პარტიის“ აკრძალვის საწინააღმდეგოდ, რაც მათ შორის მისი სახელობის დოკუმენტთან სრულ წინააღმდეგობაშია. ასეთ ევროპამდე მისასვლელად ერთი კი არა, ათი თაობა არ გვეყოფა. არა, ყველაფერი თავიდანვე გასაგები იყო, როცა დავტოვე მისი ფორმატი ლამის პირდაპირ ეთერში. რას ვიზავთ, შარლ მიშელი ვალონი, ანუ ეროვნებით ფრანგია, ბიძინა საფრანგეთის მოქალაქე, ფრანგი ოლიგარქები არნოს თამადობით დღე და ღამ მუშაობენ ან ნაძირალას გადასარჩენად, ჰოდა, სად იყო და სად არა, მიადგენ მიშელს. აგერ, შედეგი, აგერ ევროპა“, – წერს  ნათელაშვილი „facebook“-ში. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები