ილონ მასკის პოზიცია ენჯეოების დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით რელევანტურია - წილოსანი





...
„ქართული ოცნების“ პარლამენტის ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი, პლატფორმა space X-ის და tesla-ს მფლობელის, ილონ მასკის ინიციატივას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის ხელისუფლების პრობლემების 70% მოგვარდება, თუ მოხდება არასამთავრობო სექტორისთვის, დაფინანსების შეჩერება.
წილოსანის თქმით, მისი ეს პოზიცია რელევანტურია და აქტუალურია საქართველოშიც.
„ჩვენ, საქართველოში ყველაზე უკეთ ვიცით, თუ რა ნეგატიური გავლენა ჰქონდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ყველაზე მეტ დაფინანსებას იღებდნენ და ყველაზე მავნებლურ პროცესებში იყენებდნენ ამ დაფინანსებებს. ამიტომ ილონ მასკის პოსტი და ასე ვთქვათ პოზიცია, რომ ენჯეოების დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით მათი პრობლემების 70% მოგვარდება, რა თქმა უნდა რელევანტურია და აქაც აქტუალურია. სწორედ ენჯეოებს უკავშირდებათ პოლიტიკურ პროცესებში ყველაზე მავნებლური მოქმედებები, მათ შორის საარჩევნო შედეგების გაყალბებიდან დაწყებული, ის რევოლუციური აქტივობები, რომელსაც ისინი აფინანსებდნენ“, - აღნიშნა წილოსანმა.