„არ მომნატრებია“ - ალა პუგაჩოვას პასუხი რუსეთში დაბრუნებაზე





...
მე ვერ ვიტან ისეთ ადამიანებს, როგორებიც ხართ თქვენ - ასე ეუპასუხა კვიპროსზე, ლიმასოლის პორტში რუსული სცენის პრიმადონად წოდებულმა, 75 წლის მომღერალმა ალა პუგაჩოვამ, რუსეთის პროპაგანდისტული ტელევიზია „NTV“-ს ჟურნალისტს, რომელიც ქუჩაში მყოფ მომღერალს აედევნა და პროვოკაციული შეკითხვები დაუსვა.
„ჩემი საქმეები ძალიან კარგად არის, მე ძალიან მომწონს ლიმასოლში“, - განაცხადა პუგაჩოვამ.
რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას, რასაც პუგაჩოვას გაღიზიანება მოჰყვა - მოენატრა თუ არა მას სამშობლო და გეგმავს თუ არა ის რუსეთში დაბრუნებას, პუგაჩოვა პაუსხობს:
„არ მომნატრებია... მე ვერ ვიტან ისეთ ადამიანებს, როგორებიც ხართ თქვენ. სრულიად გაუნათლებელი, სულელი და უტიფარი, რა დაბრუნება...", - განაცხადა მომღერალმა.
საბოლოოდ, პუგაჩოვამ ჟურნალისტს გადაღების გაგრძელების საშუალება არ მისცა და პოლიციის გამოძახებით დაემუქრა.
სიუჟეტის ეთერში გასვლი შემდგომ, პუგაჩოვამ, რამდენიმე კადრი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა: მადლობას გიხდით საყვარელი ფოტოსესიისთვის ლიმასოლის პორტში. ძალიან კარგი აღსაქმელია, რომ 75 წლის ასაკშიც, მაკიაჟის გარეშე შესაძლებელია გამოიყურებოდე მომხიბლავად, ახლად და ახალგაზრდულად.
ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ, მომღერალმა ალა პუგაჩოვამ, ოჯახთან ერთად რუსეთი დატოვა და საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა, თუმცა ისრაელში მომდინარე პროცესების გამო, მომღერლის ამჟამად კვიპროსზე, საკუთარ ვილაში ცხოვრობს, რომლის ღირებულებაც რუსული მედიის ცნობით, 8 000 000 - აშშ დოლარამდეა.