გიორგი ჩიკვაიძის ვარაუდით ხვალ მას დააკავებენ





......
ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე ვარაუდობს, რომ ხვალ, 11 მარტს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე მას დააკავებენ.
ამის შესახებ ჩიკვაიძემ დღეს, 10 მარტს ისაუბრა და განაცხადა, რომ არ ეშინია ამ პროცესების.
მან ასევე აღნიშნა, რომ ხვალინდელი პროცესის შესახებ ინფორმაცია დღეს მიუვიდა.
„მე და ჩემი საქმიანი პარტნიორი არც კი დავუკითხივართ, ისე წაგვიყენეს ბრალი. დღეს გავიგეთ, რომ ხვალ უეცრად ჩაინიშნა ჩვენი სასამართლო პროცესი, ერთი მიზეზით, რომ პროკურატურა აყენებს შუამდგომლობას, აღკვეთის ღონისძიება გირაო, შეგვიცვალონ პატიმრობით. რა თქმა უნდა, დამნაშავე ქალბატონი ამას დაუყოვნებლივ შეასრულებს, რადგან მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის კლანის მოსამართლეა. მზად ვართ ამ დაკავებისთვის, არანაირ წინააღმდეგობას გავუწევთ. ხვალ დაგვაკავებენ, თუმცა ეს ბრძოლა გრძელდება. კმაყოფილი ვარ, რომ ამ სამ დღეში მოვახერხეთ და საზოგადოებას ვაჩვენეთ, თუ რამდენად ჩამოშლილია ეს რეჟიმი თავის სტრუქტურებიდან. ვფიქრობ, ბევრმა მოვლენამ დააჩქარა ეს დაკავების პროცესი, რადგან ჩვენ იმ ადამიანების მხილებაც კი დავიწყეთ, ვინც დაგვდევდა“, - აცხადებს ის.