„რომანსების დედოფალი“ 85 წლისაა - ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კვირეული დღეს, წინანდალში გაიხსნება

სულ ნახვები : 88
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს, 21 ივლისს, საქართველოს სახალხო არტისტ ნანი ბრეგვაძეს 85 წელი შეუსრულდა.

ნანი ბრეგვაძემ 1961 წელს, ფორტეპიანოს განხრით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა, თუმა ამ დროისთვის დამწყები მომღერალი უკვე წარმატებით მოღვაწეობა საქართველოს პოლიტქნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1959 წელს, ესტრადაზე გამოჩნდა. 1959-1964 წლებში საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ ,,რეროს“ სოლისტი იყო.

1964 წელს, ნანი ბრეგვაძე ანსამბლ ,,ორერას“ სოლისტად მიიწვიეს, სადაც 1980 წლამდე მღეროდა. ანსამბლი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა, რასაც ისიც მოწმობს, რომ „ორერა“ მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნის სცენაზე იდგა.

1980 წლიდან დღემდე, მომღერალი სოლოკარიერითაა დაკავებული, ჩაწერილი აქვს უამრავი დუეტი. ნანი ბრეგვაძე აქტიურად გასტროლირებდა რუსეთში, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთს ძალიან იშვიათად სტუმრობს.

,,რომანსების დედოფალი“ - ეს ერთ-ერთი წოდებაა, რომელიც ნანი ბრეგვაძემ ამ წლების განმავლობაში მიიღო, რადგანაც ის რუსი კომპოზიტორების მიერ შექმნილ სიმღერებს და ძველ რუსულ თუ ბოშურ რომანსებს იმდენად ორგანულად ირგებს და ასრულებს, როგორც ვერცერთი იმ ქვეყნის შემსრულებელი.

ნანი ბრეგვაძის ხმას ისმის არაერთი ქართულ მხატვრულ ფილმში, მაგალითად: „ვერის უბნის მელოდიები”(რეჟ. გ. შენგელაია, 1973), „აურზაური სალხინეთში”(რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 1975) და სხვ; გადაღებულია თ. აბულაძის ფილმში „სამკაული სატრფოსათვის”(1971).ა.შ.

1997 წელს, ნანი ბრეგვაძემ შექმნა კომპანია „ნანი“, რომელიც ხელს უწყობდა ახალგაზრდა ქართველ მომღერლებს გზის გაკვალვაში.

2001 წელს, საქართველოში ნანი ბრეგვაძეს ვარსკვლავი გაუხსნეს.

2002 წლიდან, გარკვეული დროის განმავლობაშ, ის  პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა და ხელმძღვანელობდა  საესტრადო მუსიკის, ჯაზის და კულტურის  კათედრას მოსკოვის უნივერიტეტში.

ნანი ბრეგვაძის 85 წლის იუბილესადმი დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. CNews-ისთვის 24 ივნისს ექსკლუზიურად მიცემულ ინტერვიუში, კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა, თქვა, რომ ნანი ბრეგვაძის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტები სამ სახვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება.

საიუბილეო ღონისძიებები დღეს, 21 ივლისს, წინანდალში დაიწყება და ბათუმსა და თბილისში გაგრძელდება.

ტრადიცია არც ამ ღონისძიებებზე დაირღვევა და ნანი ბრეგვაძის გვერდით სცენაზე, ორკესტრთან ერთად, მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი იდგება. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები