მაღაროელების აქციის მე-12 დღე ჭიათურაში - რა ბედი ელის 3 500 მაღაროელს?

სულ ნახვები : 158
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მიწისქვეშა სამუშაოების შეჩერების შემდგომ, 3 500 მაღაროელი უმუშევარი დარჩა.

მაღაროელებმა ამის შესახებ ინფორმაცია სამი დღის წინ შეიტყვეს, მაშინ, როდესაც ინის უკვე გამოსული იყვნენ ქუჩაში კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნით, რომელსაც მათ დამსაქმებელი არ უხდიდა თებერვლის თვიდან.

მაღაროელების პროტესტი ჭიათურაში მე-12 დღეა რაც გრძელდება, მათ უკვე შეუერთდნენ ადგილობრივებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ ჭიათურაში არ არის სხვა რაიმე სამსახური და მაღარო მათთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა.

ადგილობრივების და მაღაროელების მთავარ მოთხოვნად სახელფასო დავალიანების დაფარვასთან ერთად კვლავ რჩება „ჯორჯიან მანგანეზის“ გასვლა ჭიათურიდან და კომპანიის ხელისუფლების მართვაში გადაცემა, რისთვისაც ისინი დახმარებას სწორედ ხელისუფლებისგან ითხოვენ, თუმცა 12 დღიანი პროტესტის ფონზე, ჭიათურაში ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი არ გამოჩენილა. ცნობისთვის, ჭიათურაში საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, რომელიც ცესკომ გამოაქვეყნა „ქართულმა ოცნებამ“ 65%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა