„გასული წლის სცენარი მეორდება, რასაც მოყვა დიდი ტალღა“ - ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი

სულ ნახვები : 52
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„გასული წლის სცენარი მეორდება, როდესაც პირველი ტალღის შემდეგ შემთხვევები შემცირდა და ხალხმა მოადუნა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური ზომების შესრულება, დაიწყო ტურისტული აქტივობები და ამას მოჰყვა მეორე, დიდი ტალღა,“ - განაცხადა დღეს, 21 ივლისს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ.

მისი თქმით, ახლა ვირუსის  „დელტა“ ვარიანტი ცირკულირებს.

„ბევრმა მთავრობამ შეამსუბუქა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური ზომები, ამასთან ბევრ ქვეყანაში ძალიან დაბალია ვაქცინების მოხმარება. ძალიან ცოტა ქვეყანაა, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი მაღალია, მაგრამ უმეტეს ქვეყანაში და, მათ შორის, ჩვენი რეგიონის ქვეყნებში ვაქცინაციის მაჩვენებელი ჯერ კიდევ 10 %-ზე დაბალია.

მოვუწოდებთ, რომ სექტემბრისთვის მოსახლეობის სულ მცირე 10 % იყოს ვაქცინირებული, დეკემბრისთვის კი - მინიმუმ, 40 %, მომავალი წლის შუა პერიოდისთვის კი მსოფლიოს მოსახლეობის, სულ მცირე, 70% პროცენტი უნდა იყოს ვაქცინირებული.

ახლა ჩვენ გვაქვს „დელტა“ ვარიანტი, რომელიც ცირკულირებს და იკავებს „ალფა“, „ბეტა“ და სხვა ვარიანტების ადგილს, „დელტა“ ვარიანტი საქართველოშიც ვრცელდება,“- აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.  

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები