ჩუმათელეთი-ხევის გზაზე 13 მარტამდე გარკვეული ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება





...
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11-13 მარტს, ჩუმათელეთი-ხევის გზაზე დაზიანებული მონაკვეთების შეკეთების სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, 07:00-დან 19:00 საათამდე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
„ზამთრის რთულმა კლიმატურმა პირობებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე დააზიანა გზის საფარი.
ჩუმათელეთი-ხევის საავტომობილო გზის დაზიანებული მონაკვეთების შეკეთების სამუშაოები 11-13 მარტს ჩატარდება.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში 07:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე აღნიშნულ მონაკვეთებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სამუშაოების წარმოების გამო, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შეფერხებით," - წერია განცხადებაში.