„საშიშროება სერიოზულია“ - ამირან გამყრელიძე „ძალიან სერიოზულ ტალღაში“ შესვლას აანონსებს

სულ ნახვები : 266
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„შევდივართ ძალიან სერიოზულ ტალღაში,“ - განაცხადა დღეს, 21 ივლისს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

ის მოსასახლეობას ქორწილების, ქელეხების, დიდი დაბადების დღეებისა და სხვა შეკრებებისგან თავის შეკავებისაკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

„საშიშროება სერიოზულია, ეპიდსიტუაცია უარესდება და ამიტომ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენ შევდივართ ძალიან სერიოზულ ტალღაში. დღეს და გუშინდელი მონაცემები დაახლოებით იმეორებს იმას, რაც მაისის პიკზე გვქონდა და რაც ნოემბრის დასაწყისში. ამას გააჩერებს ორი რამე: დაცვა წესების, რომ ცოტახანი თავი შევიკავოთ ქორწილებზე, ჭირის სუფრებზე, დიდ დაბადების დღეებზე, დიდ თავშეყრებზე, დიდ კონცერტებზე და ა,შ. და ავიცრათ ყველა", - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის: ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 415 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 26 ადამიანი გარდაიცვალა. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები